მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლევან ვეფხვაძე - "საპანიკო არაფერი გვაქვს, პროდუქტების წინასწარ მომარაგებას აზრი არ აქვს"

5e58d28fcebf8
ინგა მურუსიძე
28.02.20 13:20
1001
საპანიკო არაფერი გვაქვს, რიგებში დგომას და წინასწარ პროდუქტების მომარაგებას აზრი არ აქვს, - ამის შესახებ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან ვეფხვაძემ კორონავირუსთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ერთადერთი, რაც შეიძლება პანიკამ გამოიწვიოს, ის არის, რომ პროდუქტი გაძვირდება.

„ერთადერთი, რა გავლენაც პანიკამ შეიძლება იქონიოს, შეიძლება პროდუქტში ორჯერ მეტი გადავიხადოთ, რადგან თუ დღეს ყველა გავარდება და იყიდის პროდუქტს, შეიქმნება დეფიციტი, ხოლო როცა დეფიციტია, ფასი მიდის ზემოთ. თუ დავფიქრდებით, რომ საპანიკო არაფერი გვაქვს, რიგებში დგომასა და წინასწარ იმ პროდუქტების მომარაგებას, რომელიც შეიძლება ხვალ და ზეგ გადასაყრელი გაუხდეთ, აზრი არ აქვს“, - განაცხადა ვეფხვაძემ.