მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

LIBOR-ი არსებობას წყვეტს - რა იქნება მის ნაცვლად? - ალექსანდრე ძნელაძე

607c0020b7cce
ლიკა გურაბანიძე
18.04.21 13:38
2413
ლონდონის ბანკთაშორისი განაკვეთი LIBOR-ი, ბოლო 20 წლის განმავლობაში საპროცენტო განაკვეთების ერთ-ერთ მთავარ ინდიკატორად გამოიყენებოდა. მას საერთაშორისო ფინანსურ ტრანზაქციებში - სესხებში, ობლიგაციებსა და სხვა ინსტრუმენტებში გამოიყენებდნენ. საერთაშორისო ანგარიშსწორებების ბანკის შეფასებით, სხვადასხვა ვალუტაში არსებული დაუსრულებელი ხელშეკრულებები, რომლებიც LIBOR-ს იყენებენ მანიშნებელ ინდიკატორად, $400 ტრლნ-ს აღემატება.

2022 წელს საპროცენტო განაკვეთების ყველაზე პოპულარული მაჩვენებელი LIBOR-ი არსებობას შეწყვეტს. მის სანაცვლოდ განსხვავებული ტიპის, ახალი ურისკო მაჩვენებლების შემოღება იგეგმება. ასეთია ინდიკატორების გლობალური რეფორმის მიზანი. რა ცვლილებას მოახდეს ეს მსოფლიო და ქართულ საფინანსო ბაზარზე - ამის შესახებ “საქმიან დილაში” საქართველოს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტმა ალექსანდრე ძნელაძემ ისაუბრა. 

“დღეის მდგომარეობით საკრედიტო კონტრაქტები საქართველოს მასშტაბითაც არსებობს, რომელიც ცვლად საპროცენტო განაკვეთს ეყრდნობა და ლიბორის ცვლილებაზეა მიბმული. 2022 წლიდან, როდესაც ლიბორი აღარ იარსებებს, ყველა საკრედიტო ორგანიზაცია და ფასიანი ქაღალდების ბაზარი იქნება თავისუფალი.

დღეს მიმდინარეობს მუშაობა, რომელი განაკვეთი იქნება ათვლის წერტილი. არის უამრავი სხვადასხვა საპროცენტო განაკვეთი, რომლებიც LIBOR-ზე უკეთესად ასახავს საბაზრო საპროცენტო განაკვეთის შეთავაზების სარგებელს, მაგრამ მათი გამოყენებისთვის დღეს მსჯელობა მიმდინარეობს.

მთავარია, LIBOR-დან სხვა ცვლად მაჩვენებლებზე აღნიშნული კონტრაქტების გადატანა მომხმარებლების ინტერესების დაცვით მოხდეს. რიგ ბანკებს მსესხებლებთან ახალი შეთანხმებები მოუწევთ.

კონტრაქტის ცვლილებისას საპროცენტო განაკვეთი არ შეიცვლება, უბრალოდ ინდიკატორად ახალი, სხვა ალტერნატიული მაჩვენებელი იქნება და არა LIBOR-ი",- განაცხადა ძნელაძემ.

ძნელაძის თქმითვე, სებ-ი ამ საკითხზე უკვე მუშაობს და ამ პროცესის მიმართ მხარდაჭერას აცხადებს.