31.ოქტომბერი .2020 16:44

ლიეტუვას პრეზიდენტი საქართველოში მიმდინარე არჩევნებს ეხმაურება

ლიეტუვას პრეზიდენტი საქართველოში მიმდინარე არჩევნებს ეხმაურება
views 854
უკან

ლიეტუვას პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა Twitter-ის  გვერდზე საქართველოში მიმდინარე საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით წერს. მისი თქმით, მიმდინარე არჩევნები საქართველოს აძლევს შესაძლებლობას, ქართული დემოკრატიის სიმწიფის დემონსტრირება მოახდინოს.

„ლიეტუვა მხარს უჭერს მცდელობებს, რომ მიუხედავად პანდემიისა, უზრუნველყოფილი იყოს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები და ხმის მიცემის უფლება. ლიეტუვა კვლავ რჩება საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდამჭერი“, – წერს პრეზიდენტი.

შეგახსენებთ, საქართველოში საპარლამენტო არჩევნები დღეს ახალი პროპორციული საარჩევნო წესით იმართება. ამომრჩეველს შესაძლებლობა ექნება აირჩიოს პარლამენტის 150 წევრი - 120 პროპორციული, ხოლო 30 - მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე. პროპორციული მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც ამომრჩეველთა ხმების 1%-ს მაინც მიიღებენ. ბლოკებისთვის კი ბარიერი ბლოკში შემავალი სუბიექტების რაოდენობისა და 1%-ის ნამრავლის ტოლია.