მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლირის გაუფასურების ფონზე ლარიც უფასურდება - 1 დოლარი 3.33 ლარს ასცდა

605878b271da9
შოთა ტყეშელაშვილი
22.03.21 15:14
927
დღეს Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში ეროვნული ვალუტის გაუფასურება დაიწყო. ამჟამად ერთი დოლარის ღირებულება 3.3368 ლარს შეადგენს, რაც ვაჭრობის დასაწყისში არსებულ გაცვლით კურსს 0.58 თეთრით აღემატება. ლარის კურსის მერყეობის გაზრდა, სავარაუდოდ, თურქული ლირის გაუფასურებას უკავშირდება, რამაც ბოლო 24 საათში 15% შეადგინა. შედეგად ერთი დოლარის ღირებულება 7.94 ლირა გახდა.

თავის მხრივ, ლირის გაცვლითი კურსის ვარდნა რეჯეპ ტაიპ ერდოღანის მიერ ქვეყნის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტ ნაჯი აგბალის გათავისუფლებას უკავშირდება.

ნაჯი აბგალი თურქეთის ცენტრალურ ბანკს 2020 წლის 7 ნოემბრიდან მართავდა. გასულ ხუთშაბათს ცენტრალურმა ბანკმა ერდოღანის ნების საწინააღმდეგოდ რეფინანსირების განაკვეთი 17%-დან 19%-მდე გაზარდა, ამ გზით ბანკი ქვეყანაში გაზრდილი ინფლაციის შეკავებას გეგმავდა. განაკვეთის ზრდიდან მალევე ცენტრალური ბანკის პრეზიდენტმა თანამდებობა დაკარგა. ერდოღანი მაღალი ინფლაციის მიუხედავად რეფინანსირების განაკვეთის შემცირებას მოითხოვს, რასაც ცენტრალური ბანკი ეწინააღმდეგება.

თებერვლის მდგომარეობით, თურქეთში 15.5%-იანი ინფლაცია იყო. ცენტრალური ბანკის სამიზნე კი 9.4%-იანი ინფლაციაა.