მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Loialte - კომპლექსური მომსახურება ბიზნესისთვის

63b82cfb69bc7
BM.GE
05.01.23 10:17
1608
თითქმის 5 წელია, რაც აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია Loialte ქართველ მომხმარებელს ემსახურება ბიზნეს პროცესებთან დაკავშირებული მრავალფეროვანი აუთსორსინგული სერვისებით. სრულად ქართული ბრენდი შეიქმნა იმ მიზნით, რომ საწყის ეტაპზე საქართველოს ბაზარზე წარმატებულად პოზიციონირების შემდეგ, საშუალო და გრძელ ვადაში, გამხდარიყო გლობალური მოთამაშე, რისთვისაც კონკრეტული ნაბიჯები უკვე გადადგმულია.

კომპანიამ 2022 წელი საკმაოდ წარმატებულად დაასრულა, ხოლო მომდევნო წელი კიდევ უფრო ამბიციურად არის დაგეგმილი. ამ დეტალებს Loialte-ს მმართველ პარტნიორთან, გიგა ფაიქიძესთან ერთად განვიხილავთ:

„შეიძლება ითქვას, რომ 2022 წელი პანდემიით გამოწვეული სტრესული პერიოდის აღდგენის ეტაპი იყო, რაც ფაქტობრივად ყველა სფეროს შეეხო და დაეტყო. შედეგად, პოზიტიური ტენდენციები გამოიკვეთა, მათ შორის, საკონსულტაციო და აუდიტორულ ბიზნესშიც, რადგან ჩვენი განვითარება პირდაპირ დაკავშირებულია მომხმარებელი კომპანიების კეთილდღეობაზე. Loialte 2022 წელს თითქმის 55%-ით გაიზარდა როგორც შემოსავლის, ისე ახალი მომხმარებლის მოზიდვის კუთხით. დღეის მდგომარეობით Loialte-ს და მის შვილობილ კომპანიებში სტაბილურად 450-მდე კლიენტ კომპანიას ვუწევთ მომსახურებას და მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებლები გვყავს ფაქტობრივად საქართველოს ყველა მსხვილი ქალაქიდან.

Loialte სწრაფად იზრდება, რასაც განაპირობებს ერთი მხრივ ბაზრის განვითარება, ხოლო მეორე მხრივ კომპანიის ბიზნეს მოდელი - კომპლექსური მომსახურება. უფრო კონკრეტულად - ჩვენ ვქმნით ბიზნეს პროცესების აუთსორსერ კომპანიას, რომელიც მომხმარებელს ერთ სივრცეში სთავაზობს ყველა იმ სერვისს, რომელიც მისი ბიზნესისთვის იმ კონკრეტულ მომენტში თუ სამომავლო განვითარებისთვისაა საჭირო. აღნიშნული მიდგომა შესაძლებლობას გვაძლევს, რომ შევინარჩუნოთ მომსახურების მაღალი ხარისხი. ამავდროულად, მომხმარებლებს შევთავაზოთ მუდმივად ხელმისაწვდომი ფასები და მომსახურებათა პაკეტები შევქმნათ ინდივიდუალურად, კომპანიის საჭიროებების მიხედვით.

კომპლექსურ მომსახურებას Loialte, (Loialte აერთიანებს ფინანსურ, საგადასახადო და საბუღალტრო სერვისებს) უზრუნველყოფს, მის ოთხ შვილობილ ბრენდთან ერთად:

- Contractor - იურიდიული სერვისები
- Erudio - საგანმანათლებლო ჰაბი
- Hiro – HRM სააგენტო
- Altera – ტექნოლოგიური მიმართულება

აღნიშნული ბრენდების მომსახურებები ფაქტობრივად მორგებულია ყველა ზომის და საქმიანობის კომპანიების საჭიროებებს, თუმცა 2022 წელს განსაკუთრებულად ფოკუსირებული ვიყავით მცირე და საშუალო ზომის ბიზნესზე და სწორედ ამისთვის შევქმენით მომსახურებათა სხვადასხვა პაკეტები თუ ცალკეული სერვისები.

2022 წელს დავამატეთ Loialte-ს ტექნოლოგიური მიმართულება - ALTERA, რომელიც სწორედ მცირე და საშუალო ზომის ბიზნესზე მორგებულ ციფრულ გადაწყვეტილებებს ქმნის, მათ შორის, წლის ბოლოს ჩავუშვით უნიკალური ციფრული პროდუქტი - ALTERA AUDIT, რომლის მეშვეობით ნებისმიერი კომპანიის მენეჯმენტს საშუალება ეძლევა დააიდენტიფიციროს საკუთარი პირველადი საგადასახადო რისკები .
2022-ში ასევე ტრანსფორმაცია განიცადა Loialte-ს შვილობილმა ბრენდმა Hiro-მ და ჩამოყალიბდა HRM სააგენტოდ, რომელიც მომხმარებელს კომპლექსურად შესთავაზებს ადამიანურ რესურსებთან დაკავშირებულ სერვისებს, დასაქმების პორტალს და HR ადმინისტრირების პროგრამულ უზრუნველყოფას.

აღსანიშნავია, რომ გაიზარდა კომპანიის გუნდი, რომელიც დღეის მდგომარეობით (თბილისსა და ბათუმში) 70-ზე მეტ პროფესიონალს აერთიანებს.

მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით ქვეყნის გარეთ პენეტრაციის კუთხით - USAID და საქართველოს ბანკის მიერ ორგანიზებული სავაჭრო მისიის ფარგლებში, ALTERA-ს გუნდი გაემგზავრა უზბეკეთში, სადაც დავამყარეთ ისეთი საჭირო კონტაქტები, რომელიც ამ ბაზარზე ჩვენი პროდუქტების გაყიდვებისთვის მნიშვნელოვნად დაგვეხმარება.



2023 წლის გეგმები

რაც შეეხება 2023 წლის გეგმებს - ვფიქრობთ, რომ ბრენდის ზრდისა და განვითარების თვალსაზრისით Loialte-სთვის გარდამტეხი იქნება. ვგეგმავთ, რომ ჯამური პორტფელი ყველა მიმართულებით გაორმაგდეს.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა Loialte-ს საგანმანათლებლო მიმართულების - Erudio-ს განვითარებას, სადაც დაემატება არაერთი საინტერესო და აქტუალური ტრენინგი თუ სასწავლო კურსი, როგორც თბილისში, ისე ბათუმში. ასევე, გავაგრძელებთ საგანმანათლებლო საქმიანობას ჰიბრიდულ რეჟიმში, რაც საშუალებას მოგვცემს მივწვდეთ საქართველოს სხვადასხვა რეგიონებს.

კომპანიის მთლიანი სტრატეგიის შესაბამისად, რაც მდგომარეობს იმაში, რომ შევქმნათ ციფრული ეკოსისტემა, რომელიც სრულად ან ნაწილობრივ ავტომატურს გახდის ბიზნესის ფუნქციონირებისთვის საჭირო ყველა პროცესს, 2023 წელს ALTERA-ს ფარგლებში ჩავუშვებთ ორ ახალ, ციფრულ პროდუქტს.

ბუნებრივია მუდმივ პრიორიტეტში რჩება ბუღალტრული, საგადასახადო და ფინანსური მიმართულების პორტფელის ზრდა და განვითარება, სადაც დღეის მდგომარეობით რამდენიმე ასეული მომხმარებელი გვყავს და თამამად შეგვიძლია ვთქვა, რომ მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფის თვალსაზრისით ერთ-ერთი წამყვანი კომპანია ვართ ბაზარზე.

აუცილებლად უნდა ვახსენო HRM სააგენტო Hiro - რომელიც ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი მიმართულებაა კომპანიაში და ამ კუთხით ბევრ საინტერესო სიახლეებს შემოგთავაზებთ, განსაკუთრებით სერვისების გაციფრულების მიმართულებით.

ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტული საკითხია მომსახურებების რეგიონებში კიდევ უფრო განვითარება და 2023 წლის სამიზნე რეგიონი იქნება აჭარა. Loialte-ს ფილიალი აჭარელ მომხმარებელს 2019 წლიდან ემსახურება და დღემდე საკმაოდ დიდი მოცულობის პორტფელი გვაქვს. თუმცა, თვისობრივად სხვა ტიპის განვითარების ეტაპზე გადავდივართ და 2023 წლიდან როგორც Loialte-ს, ისე მისი შვილობილი ბრენდების მომხმარებლებს ახალ ოფისში მივიღებთ, სადაც განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ სატრენინგო სივრცეების თანამედროვედ მოწყობას და ასევე, ჩვენს მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება Loialte-ს ოფისით ისარგებლოს საკუთარი ბიზნეს თუ სხვა ტიპის სამუშაო შეხვედრების ორგანიზებისთვის.
და ბოლოს - 2023-ში ვგეგმავთ, რომ პირველი აქტივობა განვახორციელოთ სერვისების ექსპორტის თვალსაზრისით. სამიზნე ქვეყნებად კი არჩეულია ცენტრალური აზიის ქვეყნები.“

აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია Loialte-ში მიმდინარე სიახლეებს პერიოდულად შემოგთავაზებთ. კომპანიის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ კომპანიის ვებ-გვერდზე - www.loialte.com.ge  ან ეწვიოთ სოციალური ქსელის ოფიციალურ გვერდებს.

R