მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კომპანია Loialte-მ ბათუმში განახლებული ოფისი გახსნა

642bb40ff13ec
BM.GE
04.04.23 10:11
669
აუდიტორულმა და საკონსულტაციო კომპანია Loialte-მ აჭარის რეგიონული ფილიალის ახალ ოფისში, ალ.პუშკინის N73-ში, პირველ სტუმრებს უმასპინძლა. კომპანიის ახალი ინფრასტრუქტურა აჭარის ბაზართან დაკავშირებული Loialte-ს გრძელვადიანი გეგმის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია.

შეხვედრაზე მოწვეული იყვნენ მცირე, საშუალო და მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლები, რომელთათვის Loialte-ს წამყვანმა ექსპერტებმა პრეზენტაციები წარადგინეს კომპანიის არსებული მდგომარეობისა, სერვისებისა და გეგმების შესახებ, ასევე გაიმართა დისკუსია ბიზნესისთვის საინტერესო და მნიშვნელოვან სხვადასხვა (საგადასახადო, ფინანსურ და HR) საკითხებზე.



როგორც კომპანიაში განგვიცხადეს, 2023 წელს Loialte-ს პრიორიტეტში აქვს აჭარაში განვითარება და ადგილობრივ ბიზნესს ეტაპობრივად სხვადასხვა საინტერესო სიახლეებს შესთავაზებენ. „Loialte-ს ახალი ოფისი მორგებულია, როოგრც თანამშრომლებზე, ასევე კლიენტების საჭიროებებზე. კერძოდ, დაგეგმარებისას დიდი მნიშვნელობა მივანიჭეთ სივრცეებს ტრენინგებისთვის და შეხვედრებისთვის, რადგან ერთის მხრივ ვგეგმავთ, რომ ჩვენი საგანმანათლებლო მიმართულება “erudio” აქტიურად განვავითაროთ აჭარაში, ხოლო, მეორეს მხრივ, გვინდა, რომ ჩვენს კლიენტებს შესაძლებლობა მივცეთ ისარგებლონ Loialte-ს ინფრასტრუქტურით, როგორც სატრენინგო, ისე შეხვედრების მიზნობრიობით“ – გიგა ფაიქიძე, Loialte-ს მმართველი პარტნიორი.

აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია Loialte 5 წელია ქართველ მომხმარებელს ემსახურება. კომპანია წარმოდგენილია 3 ფილიალით - თბილისსა და ბათუმში. Loialte პოზიციონირებს, როგორც კომპლექსური სერვისების მიმწოდებელი კომპანია და აერთიანებს 10-ზე მეტ პროფესიულ მიმართულებას (www.loialte.com.ge), რომლითაც გამორჩეულია ბაზარზე და ახერხებს, რომ შეინარჩუნოს მომხმარებლისთვის მიმზიდველი პირობები, როგორც ღირებულების, ისე ხარისხის თვალსაზრისით.


Loialte ბათუმის ბაზარზე 2019 წლიდან ფუნქციონირებს, თუმცა 2023 წლიდან განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა და როგორც კომპანიაში განგვიცხადეს, მომსახურების ყველა მიმართულებით კომპანია დაკომპლექტებული იქნება ადგილობრივი თანამშრომლებით, რაც ერთის მხრივ ნიშნავს იმას, რომ შეიქმნება კონკურენტული და მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები და დასაქმდება ადგილობრივად უფრო მეტი ადამიანი, ხოლო ამავდროულად უფრო მეტად კომფორტული და ეფექტური გახდება მომხმარებელთა მომსახურების პროცესი.

Loialte-ს შესახებ მეტი ინფორმაციის მიღება შეგიძლიათ კომპანიის ოფიციალურ ვებ გვერდზე - www.loialte.com.ge, ან შეგიძლიათ ეწვიოთ კომპანიის ბათუმის ოფისს უკვე ახალ მისამართზე - ალ.პუშკინის N73.

Loialte - კომპლექსური მომსახურება თქვენი ბიზნესისთვის!

(რ)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები