მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თამარ გაბუნიამ ვაქცინაციის მზადების პროცესზე ისაუბრა

5fd9cb83c0228
ინგა მურუსიძე
16.12.20 13:00
678
საქართველომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მისაღებად მზადება დაიწყო. როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ მთავრობის უწყებათშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ თქვა, გუშინ უკვე დასრულდა ინტერსექტორალური ვაქცინაციის კომიტეტის ჩამოყალიბება, რომელშიც სამინისტროების წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციები და მედიკოსები შედიან.

გაბუნიას თქმით, ეს კომიტეტი იქნება ადგილი, სადაც ვაქცინაციის საკითხებს განიხილავენ და ვაქცინაციის დანერგვის გეგმას ჩამოაყალიბებენ.

"მომწოდებლებმა ვაქცინა უნდა მოგვაწოდონ გეგმის მიხედვით. გეგმა დასრულდება დეკემბრის ბოლოსთვის. გადაწყდება რომელი ვაქცინა არის ჩვენთვის პრიორიტეტული და რომელი ჯგუფები აიცრებიან. განიხილება ვაქცინები, რომლისთვისაც ცივი ჯაჭვის მოთხოვნა არის -70 გრადუსი, ეს არის „ფაიზერის“ ვაქცინა; ასევე, განიხილება „მოდერნას“ ვაქცინა, რომელსაც -20 გრადუსიანი ცივი ჯაჭვი სჭირდება და „ასტრა ზენეკას“ ვაქცინა, რომელსაც მხოლოდ -2, -8 გრადუსიანი ცივი ჯაჭვი სჭირდება. ტექნოლოგიურად ყველაფერი შესაძლებელია; მაცივრების ნაწილი უკვე არსებობს დიდ ქალაქებში“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მინისტრის მოადგილე ირწმუნება, რომ მაცივრების და ლოჯისტიკის გამართვას მინიმალური დრო დასჭირდება, რის შემდეგაც ექიმები დატრენინგდებიან.

„ვაქცინის შერჩევის შემდეგ დავიწყებთ ექიმების დატრენინგებას. მიდის მოლაპარაკებები ქვეყნებთან და მწარმოებლებთან და იმედია, მოკლე დროში გვექნება გადაწყვეტილება თუ საიდან ვიწყებთ. კოვაქს პლტფორმიდან გაზაფხულზე მივიღებთ ვაქცინებს. უბრალოდ, გვინდა, პროცესი უფრო ადრე დავიწყოთ“, - განაცხადა გაბუნიამ.