კაფე-სანაყინეების ქსელი „ლუკა პოლარე“ უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება და უკრანელ ხალხს მხარდაჭერას უცხადებს. ამ მიზნით ქართული კომპანია ბავშვთა დაცვის ფონდში უკრაინელი ბავშვებისთვის 10 000 ლარი გადარიცხავს.
ინფორმაციას „ლუკა პოლარე“ "ფეისბუქზე" ავრცელებს.
„ლუკა პოლარეს გუნდი სოლიდარობას და მხარდაჭერას ვუცხადებთ უკრაინელ ხალხს!
ჩვენმა საყვარელმა უკრაინელმა პატარებმა მალე რომ დაიბრუნონ სილაღე, ვუერთდებით Save the Children - ის ფონდს და პირველ ეტაპზე გავიღებთ შემოწირულობას 10 000 ლარის ოდენობით უკრაინაში მყოფი ბავშვების დასახმარებლად !
გვჯერა, მშვიდობა მალე გაიმარჯვებს!
#StayStrongUkraine !“, - ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ მხარდამჭერ განცხადებაში.