მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ლუკოილის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ფანჯრიდან გადავარდნის შედეგად გარდაიცვალა - მედია

63105f87ad9b2
BM.GE
01.09.22 11:35
6739

რუსეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ნავთობკომპანიის, „ლუკოილის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე, რავილ მაგანოვი საავადმყოფოს ფანჯრიდან გადავარდნის შედეგად მიღებული დაზიანებების გამო გარდაიცვალა, - ამის შესახებ რუსული Forbes-ი წერს. გამოცემის ინფორმაციით, მსხვილი ნავთობკომპანიის ტოპ-მენეჯერი მოსკოვის ცენტრალურ საავადმყოფოში მკურნალობდა.

რავილ მაგანოვის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია პირველად რუსულმა სატელევიზიო არხმა, REN TV-მ გაავრცელა, ხოლო მოგვიანებით ცნობა „ინტერფაქსმაც“ და Mash-მაც დაადასტურეს, მაგრამ ამ ეტაპზე, ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურებული არ გახლავთ. თუმცა, როგორც სამართალდამცველების მიერ რუსული TASS-ისთვის გასაჯაროებული ინფორმაციიდან ირკვევა, მოსკოვის ცენტრალური საავადმყოფოს ფანჯრიდან მამაკაცი მართლაც გადავარდა.

ცნობისთვის, რავილ მაგანოვი „ლუკოილის“ ერთ-ერთი ყველაზე სტაჟიანი თანამშრომელია, რომელიც, თავის დროზე, ნავთობკომპანია „ლანგეპასნეფტგაზში“ მუშაობდა - აღნიშნული კომპანია „ლუკოილმა“ 1991 წელს შეიძინა. საინტერესოა, რომ კომპანიის სახელწოდება - „ლუკოილი“, სწორედ რავილ მაგანოვმა მოიფიქრა. დირექტორთა საბჭოს წევრად მაგანოვი პირველად 1993 წელს აირჩიეს. 2020 წელს, მაგანოვმა დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის პოსტი დაიკავა

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები