აშშ-მა ისევ გადაავადა სანქციების გამოყენება Lukoil-ის უცხოეთში მდებარე ობიექტების წინააღმდეგ. საუბარია ავტოგასამართ სადგურებსა და ბულგარეთში Lukoil-ის შვილობილ კომპანიებზე.
აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს უცხოური აქტივების კონტროლის ოფისმა (OFAC) 15 ოქტომბერს გამოაქვეყნა დოკუმენტი, სადაც აღნიშნულია, რომ Lukoil-ის რუსეთის ფარგლებს გარეთ მდებარე საცალო ბენზინგასამართ სადგურებსა და მათთან დაკავშირებულ კომპანიებს [Lukoil International GmbH და მის შვილობილ კომპანიებს] ეძლევათ უფლება, განახორციელონ ისეთი აუცილებელი ტრანზაქციები, რომლებიც დაკავშირებულია საქონლის შეძენასთან, სადგურების მოვლა-პატრონობასთან და ოპერირებასთან.
Lukoil-ს აშშ-მა ფინანსური სანქციები 2025 წლის 22 ოქტომბერს დაუწესა, ხოლო მის საერთაშორისო აქტივებზე სანქციების ამოქმედების ვადად 21 ნოემბერი განისაზღვრა. ამის შემდეგ რუსეთს გარეთ Lukoil-ის ვერცერთი შვილობილი კომპანია, სადაც ის 50%-ზე მეტს ფლობს საბანკო გადახდებს ვეღარ მიიღებდა. სანქციების გამო რუსული კომპანია იძულებული გახდა უცხოური აქტივების გაყიდვა დაეწყო.























