აშშ-ის სანქციების შემდეგ საქართველოში ირანულ ავიაკომპანიებს ოპერირება შეეზღუდებათ, რაც ნიშნავს, რომ სავარაუდოდ, ქვეყანას ირანიდან ტურიზმის შემოსავლები შეუმცირდება.
წელს საქართველომ ირანელი ვიზიტორებისგან 19.9 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც 2025 წელთან შედარებით 65%-ით შემცირებული მაჩვენებელია. კლების მიზეზი ირანის ომი იყო, რის გამოც საქართველოს ტურიზმის შემოსავლები არამხოლოდ ირანიდან, არამედ ახლო აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებიდანაც შეუმცირდა. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, შარშან ირანიდან ჯამში 124 მლნ დოლარზე მეტი შემოვიდა. აღსანიშნავია, რომ ტურიზმის შემოსავლებში ირანის წილი დიდი არ არის და დაახლოებით 2.6%-ს შეადგენს.
რაც შეეხება ვიზიტორებს, 2026 წლის პირველ ნახევარში ირანელი ტურისტების რიცხვი 49%-ით შემცირდა. კერძოდ, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, იანვარ-ივნისში ირანიდან საქართველოში 29 397 ვიზიტი შედგა. ამ მაჩვენებლით ირანი ვიზიტორების რაოდენობით მე-13 ადგილს იკავებს.
8 სექტემბერს აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს უცხოური აქტივების კონტროლის ოფისმა (OFAC) გაავრცელა ინფორმაცია, რომ ირანის ხელისუფლება საავიაციო სექტორს იარაღისა და უკანონო ტვირთების გადასაზიდად იყენებს და ამიტომ სანქციებს უწესებს. OFAC-მა ჯამში 27 ავიაკომპანია დაასანქცირა მათგან 5 საქართველოში დაფრინავს. დღეს, 10 სექტემბერს, სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ვინაიდან აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გაჟღერებული გაფართოებული სასანქციო ნუსხა მოიცავს ავიაკომპანიებს, რომლებიც დღეის მდგომარეობით ასრულებენ საჰაერო მიმოსვლას საქართველოსა და ირანს შორის, ქართული მხარე როგორც სხვა შემთხვევებში, ახლაც იმოქმედებს საერთაშორისო სანქციების რეჟიმის სრული დაცვით.
ამ ეტაპზე თბილისიდან შემდეგი ავიაკომპანიები ასრულებენ ფრენებს:
- Qeshm Air,
- Varesh Airlines,
- Sepheran Airlines,
- Fly Kish Airlines;
























