ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2026 წლის 9 თვეში საქართველომ საერთაშორისო ტურიზმიდან 3.8 მლრდ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც წლიურად 4.4%-იანი ზრდაა.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკა აჩვენებს, რომ ყველაზე მეტი შემოსავალი წელს საქართველომ ევროკავშირის ქვეყნებიდან და დიდი ბრიტანეთიდან მიიღო, საიდანაც შემოსავლების ზრდა 29%-ს აღწევს, შემდეგ მოდის რუსეთი, საიდანაც წელს 14.5%-იანი ზრდა ფიქსირდება. ომის გამო მნიშვნელოვანი კლებაა ირანიდან და საუდის არაბეთიდან.
ქვეყნები, საიდანაც ქართულმა ტურიზმმა იანვარ-სექტემბერში ყველაზე მეტი შემოსავალი მიიღო:
- ევროკავშირი [დიდი ბრიტანეთის ჩათვლით] - 665.3 მლნ დოლარი; ზრდა 29%;
- რუსეთი - 641.3 მლნ დოლარი; ზრდა 14.5%;
- ისრაელი - 457.6 მლნ დოლარი; ზრდა 6.4%;
- თურქეთი - 428.2 მლნ დოლარი; კლება -5.7%;
- აზერბაიჯანი - 186.4 მლნ დოლარი; ზრდა 10%;
- უკრაინა - 167.4 მლნ დოლარი; ზრდა 46%;
- სომხეთი - 135.1 მლნ დოლარი; ზრდა 6%;
- ბელარუსი - 84 მლნ დოლარი; ზრდა 15.5%;
- საუდის არაბეთი - 82.9 მლნ დოლარი; კლება -33.5%;
- ირანი - 53.7 მლნ დოლარი; კლება -46%;
უშუალოდ მესამე კვარტალში ქვეყანამ ტურიზმიდან 1.86 მლრდ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც 2025 წლის მესამე კვარტალთან შედარებით 12%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
























