აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტის სანქციების ვებგვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია ირანისთვის ეკონომიკური დახმარების მიწოდების გლობალური ქსელის მონაწილე კომპანიების სანქცირების თაობაზე. გამოქვეყნებულ სიაში მითითებულია კომპანია FLUXUS MARINE INC რომელიც 2021 წელს ირანში არის რეგისტრირებული. კომპანიის საქმიანობის სფეროდ ყაზახეთი და საქართველო არის მითითებული და მისი ოფისი ილია ჭავჭავაძის #37-ში არის მითითებული. შესაბამისად, სანქციები აღნიშნული კომპანიის ქართულ საბანკო ანგარიშებზე და სხვა აქტივებზეც ვრცელდება. ვაშინგტონმა კომპანია სანქციების სიაში 2026 წლის 6 თებერვალს შეიყვანა, ხოლო 1 ოქტომბერს კი კომპანიის აღწერას დაემატა ისიც, რომ მას საქართველოშიც აქვს ოფისი.
გარდა აღნიშნული კომპანიისა, OFAC-ის სიაში მოხვდნენ გერმანიაში; ჩინეთში; ყაზახეთში; არაბეთის გაერთიანებულ საამიროებსა და სხვა ქვეყნებში რეგისტრირებული კომპანიებიც.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, Fluxus Marine Inc-ი კამერუნის დროშის ქვეშ მცურავი ტანკერის — VETER-ის კომერციული მმართველი იყო, რომელმაც 2025 წელს ირანული წარმოშობის ნედლი ნავთობი სულ მცირე ერთხელ გადაზიდა.

























