აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები შესაძლოა ირანში დარჩეს და ქვეყნის სანავთობო რესურსებზე კონტროლი დაამყაროს.
ამერიკის ლიდერმა აღნიშნული სცენარი ვენესუელასთან დაკავშირებით განხორციელებულ პოლიტიკას შეადარა, სადაც ვაშინგტონმა ქვეყნის რეზერვებზე კონტროლის დამყარება დაიწყო.
ირლანდიაში ვიზიტისას, დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ ირანში მიმდინარე სამხედრო კონფლიქტის დასრულებას მიმდინარე წლის ნოემბერში დაგეგმილი აშშ-ის შუალედური არჩევნების შემდეგ ელოდება. ამასთან, ამერიკის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ომის დასრულებისთანავე საწვავის ფასები მკვეთრად შემცირდება.
ტრამპის განცხადებით, ვაშინგტონი მხოლოდ ხელსაყრელ შეთანხმებას მოაწერს ხელს და ცუდ პირობებს არ დათანხმდება. ამერიკის ლიდერის მტკიცებით, თეირანი სამშვიდობო მოლაპარაკებების გამართვას ინტენსიურად ითხოვს, თუმცა ეს მხოლოდ მაშინ მოხდება, როცა ამას თავად ტრამპი მოისურვებს.
























