2023 წელს საქართველოში 70 წელს ზემოთ მოსახლეობის პენსიები მინიმუმ 365 ლარამდე გაიზრდება - ამას პენსიის ინდექსაციის წესი ითვალისწინებს, რაც უკვე მეორე წელია მოქმედებს.
2020 წელს პარლამენტმა სავალუტო ფონდის რეკომენდაციით მიიღო პენსიების ინდექსაციის კანონი, რომელიც ინფლაციის და ეკონომიკური ზრდის დონის გათვალისწინებთ ადგენს წესს, რითიც ყოველწლიურად პენსიის ოდენობა უნდა გადაიხედოს. ამავე კანონით, ერთმანეთისგან გაიმიჯნა 70 წლამდე და 70+ მოსახლეობის პენსიები.
დღეს 60-69 წლის მოქალაქეები 260 ლარის პენსიას იღებენ, 70 წელზე ხანდაზმული მოსახლეობის პენსია კი 300 ლარს შეადგენს.
ინდექსაციის არსებული ფორმულის გათვალისწინებით შესაძლებელია განისაზღვროს, თუ რა მოცულობამდე გაიზრდება 2022 წლისთვის ხანდაზმულთა საპენსიო გასაცემლები.
ინდექსაციის წესით როგორი იქნება პენსიები 2023 წელს?
● 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის − ბოლო 12 თვის ინფლაციის საშუალო მაჩვენებლით, მაგრამ არანაკლებ 20 ლარის ოდენობით. ამჟამად საქართველოში წლიური ინფლაცია 12.8%-ია, ამ ფორმულით 2023 წლიდან 70 წლამდე მოქალაქეთა პენსია 295 ლარი გახდება.
● 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერებისთვის − ბოლო 12 თვის ინფლაციის საშუალო მაჩვენებლისა და ბოლო 6 კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ-ის) რეალური ზრდის მაჩვენებლების საშუალო არითმეტიკულის 80 პროცენტის ჯამით, მაგრამ არანაკლებ 25 ლარის ოდენობით. ამჟამად 70 წელს ზემოთ მოქალაქეთა პენსია არის 300 ლარი, ინდექსაციის ფორმულით ის 365 ლარამდე გაიზრდება.
ამჟამად საქართველოში 70 წლამდე 379,428 პენსიონერი, 70 წელს ზემოთ კი 414,672 პენსიონერი არის რეგისტრირებული. წლევანდელი ბიუჯეტი მათთვის 2.88 მილიარდი ლარის საპენსიო უზრუნველყოფას მოიცავს. თუკი 2023 წელს პენსიები მართლაც ზემოთ დასახელებულ ციფრებამდე გაიზრდება, მაშინ სახელმწიფო ბიუჯეტის საპენსიო უზრუნველყოფის ხარჯი 3.3 მილიარდ ლარს გადააჭარბებს.
პენსიების ინდექსაციის წესის შემოღება მაღალი ინფლაციისგან მოქალაქეთა პენსიების რეალური მსყიდველუნარიანობის შემცირებისგან დაცვის მიზნით მოხდა. სწორედ მაღალი ინფლაციის გათვალისწინებით, 2022 წლის ივნისში საარსებო მინიმუმმა 255 ლარს მიაღწია, რაც საბაზო პენსიასთან შედარებით მხოლოდ 5 ლარით ნაკლებია.
„შეიძლება რამდენიმე თვეში გუდა-ნაბადი ავიკრა და ქვეყნიდან წავიდე“ - გურამ ბაღდოშვილი
1 აგვისტოდან სახელმწიფო კლინიკებში მინიმალური ანაზღაურების სისტემა ამოქმედდება - მინისტრი
საქართველოში ოქრო გაიაფდა
ქობულეთში, გონიოსა და კვარიათში სასტუმროები, ფაქტობრივად, დაცარიელებულია - “აჭარა ტური”
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი