დასავლეთ საქართველოში გადაუღებელი წვიმების გამო, ბოლო კვირების განმავლობაში, შეფერხებით მიმდინარეობდა სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ დაგეგმილი აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო პრევენციული წამლობები. ასევე უამინდობის გამო ფერმერებმა ვერ შეძლეს თხილის ბაღებში შესვლა და სიდამპლის, ნაცრისა და ფაროსანას საწინააღმდეგო წამლობების ჩატარება. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
მათი ცნობით, არსებული პროგნოზით, 3 ივლისიდან მოსალოდნელია ამინდის გამოდარება. სურსათის ეროვნული სააგენტოს ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრი სრულად არის მობილიზებული და გააგრძელებს ფართობების დამუშავებას მავნებლის საწინააღდეგოდ.
"თუმცა, საკმაოდ მაღალია რისკი, რომ ფაროსანა,წვიმების შედეგად განვითარებული ნაცარი (სოკო) და სიდამპლე, თხილის მოსავალს მნიშვნელოვნად დააზიანებს, თუ არ მოხდა ფერმერების სათანადო ჩართულობა.
საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაცია მიმართავს და მოუწოდებს ფერმერებს გამოიყენონ სპეციალისტების მიერ რეკომენდებული შესაწამლი პრეპარატები და ე.წ. მიმწებებელი დანამატი, რომელიც ხელს უწყობს წამლობის ეფექტურობის ზრდას წვიმიან ამინდში. მოსავლის აღებამდე, სავალდებულოა 3 წამლობის ჩატარება ფაროსანას, სიდამპლის და ნაცარის საწინააღმდეგოდ ( ივლისის დასაწყისში და 10 - 12 დღის შუალედში ივლისის ბოლო-აგვისტოს დასაწყისამდე).
ასოციაციის აგროკონსულტანტები მზად არიან ჯგუფის წევრებს საგანგებო რეჟიმში გაუწიონ მომსახურება - მიაწოდონ ინფორმაცია პრეპარატების შესახებ და დაეხმარონ მათ შეძენაში.
ასოციაცია მოუწოდებს ფერმერებს შეუფერხებლად განახორციელონ აგროღონისძიებები, იმისათვის რომ შეინარჩუნონ გასულ წლებში მიღებული მაღალი ხარისხის მოსავალი. უხარისხო და დაზიანებული თხილის ფასი ნებისმიერ სეზონზე იქნება დაბალი და პირდაპირ აისახება ფერმერების შემოსავლებზე",- წერს სურსათის ეროვნული სააგენტო.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
„შეიძლება რამდენიმე თვეში გუდა-ნაბადი ავიკრა და ქვეყნიდან წავიდე“ - გურამ ბაღდოშვილი
1 აგვისტოდან სახელმწიფო კლინიკებში მინიმალური ანაზღაურების სისტემა ამოქმედდება - მინისტრი
საქართველოში ოქრო გაიაფდა
ქობულეთში, გონიოსა და კვარიათში სასტუმროები, ფაქტობრივად, დაცარიელებულია - “აჭარა ტური”
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი