მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„მაგთიკომის“ 300-მდე თანამშრომელი ხელფასის გაზრდას ითხოვს

61dfed8007996
სალომე მეცხვარიშვილი
13.01.22 13:12
10113
"მაგთიკომის“ 300-მდე თანამშრომელი, კერძოდ, ინჟინერ-ტექნიკოსები ხელფასის გაზრდას ითხოვენ.

ისინი ამ დროისთვის „მაგთიკომის“ სათავო ოფისთან არიან შეკრებილები. როგორც bm.ge-სთან დასაქმებულები აცხადებენ, არსებული სახელფასო ანაზღაურება covid-პანდემიის და მაღალი ინფლაციის პირობებში ძალიან დაბალია.

ისინი სამუშაოს შესრულებაზე უარს აცხადებენ. როგორ bm.ge-სთან საუბარში თქვეს, სწორედ ამიტომ, „მაგთიკომის“ აბონენტებისთვის ტექნიკური სერვისის მიღება მეორე დღეა, მიუწვდომელია.

Bm.ge კომპანია „მაგთიკომსაც“ დაუკავშირდა და მათ პოზიციასაც მიღებისთანავე გაგაცნობთ.