13.ივლისი .2020 13:03

„მაგთიკომის“ დამფუძნებელი გია ჯოხთაბერიძე განცხადებას ავრცელებს

views 3288
უკან

„მაგთიკომის“ დამფუძნებელი გია ჯოხთაბერიძე განცხადებას ავრცელებს და კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარეს კახი ბექაურს ტყუილის ტირაჟირებაში ადანაშაულებს. გთავაზობთ განცხადებას:

„პარასკევს, 10 ივლისს, დარგობრივი ეკონომიკის საკომიტეტო მოსმენაზე, სადაც ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში ცვლილებების პაკეტი განიხილებოდა, მაგთიკომის დამფუძნებელმა გია ჯოხთაბერიძემ, სიტყვით გამოსვლისას გაახმოვანა, რომ ორმა უმსხვილესმა საერთაშორისო კომპანიამ, კახა ბექაურის თავმჯდომარეობის პერიოდში, დატოვა საქართველო. ეს სიმართლეა!

საქართველოდან გასულ კომპანიებში, რისი გადამოწმების საშუალებასაც იძლევა სხდომის ჩანაწერი, გია ჯოხთაბერიძემ დაასახელა "მეტრომედია" (ცნობისთვის, საბოლოოდ საქართველოს ბაზრიდან გავიდა 2017 წელს) და "თელიასონერა" (ცნობისთვის, საბოლოოდ საქართველოს ბაზრიდან გავიდა 2018 წელს) და არა ვიონი საქართველო (ბილაინი), რომელსაც საქართველოდან გასული კომპანიების რიცხვში არასწორად და ტყუილის ტირაჟირებით ასახელებს კომისიის თავმჯდომარე - კახი ბექაური. გია ჯოხთაბერიძემ ბილაინთან მიმართებაში განაცხადა, რომ კომპანიას სურს საქართველოდან გასვლა, მაგრამ „მყიდველი ვერ იპოვნა“.

საქართველოს მობილურ ოპერატორებს, რომლებიც მობილური მომსახურების გასაწევად საჭირო 10 წლიან ლიცენზიებს ფლობდნენ, 2015 წელს მოქმედი ლიცენზიების ვადის ამოწურვამდე მოსთხოვეს ლიცენზიების საფასურის გადახდა, რაც განხორციელდა კიდეც. ეს გახდა ერთ-ერთი მიზეზი, რამაც აიძულა უდიდესი საერთაშორისო კომპანიები, "მეტრომედია" ცალსახად და სავარაუდოდ "თელიასონერაც", დაეტოვებინათ საქართველო“, - ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა