"წყალმომარაგებისა და წყალარინების მხრივ ინფრასტრუქტურული სამუშაოები ძალიან ბევრია, ასევე ძალიან დიდი ინვესტიციაა ჩასადები ამ სექტორში, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არ არის სრულად მოწესრიგებული ეს ინფრასტრუქტურა ისეთ დონეზე, როგორც გვინდა რომ იყოს“, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა რეგიონებში განხორციელებული პროექტების ანგარიშის პრეზენტაციისას განაცხადა.
როგორც ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, წელს დასრულდება წყალმომარაგების სამუშაოები ქუთაისში, ზუგდიდში, ჭიათურაში, აბაშაში, ანაკლიასა და ჯვარში. მისივე თქმით, ეს სამუშაოები საჭიროებდა ძალიან დიდ ინვესტიციას.
ცქიტიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ წლების განმავლობაში ძალიან გაიზარდა წყალმომარაგების სექტორში ჩადებული ინვესტიცია.
„მხოლოდ შარშან წყალმომარაგების კომპანიის ბიუჯეტი დაახლოებით 20%-ით აღემატებოდა წინა წლის ბიუჯეტს. წყლის კომპანიას ჰქონდა და აქვს 2020 წლისთვის მზარდი დინამიკა. დაახლოებით 600 ათასი მოქალაქე ჯერ კიდევ ვერ სარგებლობს ცენტრალური წყალმომარაგების სერვისით, ამ რიცხვებს იმისთვის ვამბობ, რომ ჩვენ ყველას შეგვექმნას წარმოდგენა, იმასთან დაკავშირებით რომ ჯერ კიდევ ძალიან ბევრი სამუშაო და ძალიან ბევრი ინვესტიცია არის ჩასადები წყალმომარაგების სექტორში. წინასწარი შეფასებით ეს დაახლოებით 2 მილიარდი ლარის ღირებულების სამუშაოებია, რასაც სჭირდება საკმაოდ დიდი დრო, მაგრამ მნიშვნელოვანია რომ ეს პროცესი მიმდინარეობს და ჩვენ ვგეგმავთ რომ ბევრად უფრო მეტი ინვესტიცია ჩავდოთ წყალმომარაგების სექტორში“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
რატომ შეიკრიბა 400 ექიმი ჩაქვში? - ღონისძიების ორგანიზატორი
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა