მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მაიკ პომპეო - აშშ მზადაა ბელარუსი ენერგორესურსებით 100%-ით მოამარაგოს

5e3580a6a6848
შოთა ტყეშელაშვილი
01.02.20 17:37
2111
Associated Press-ის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ ბელორუსში ვიზიტის დროს განაცხადა, რომ აშშ მზადაა ბელორუსისთვის ენერგორესურსების მიწოდება დაიწყოს. დღესვე მაიკ პომპეო ბელორუსის პრეზიდენტს, ალექსანდრ ლუკაშენკოს შეხვდა, ეს გასული 24 წლის განმავლობაში ბელორუსში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის პირველი ვიზიტია. 

"ჩვენი ენერგორესურსების მწარმოებლები მზად არიან, 100 პროცენტი ნავთობის მოგაწოდონ კონკურენტულ ფასებში“, - განაცხადა პომპეომ ბელარუსის პრეზიდენტ, ალექსანდრე ლუკაშენკოსთან შეხვედრის შემდეგ.

შეგახსენებთ, რომ რუსეთმა ბელორუსისთვის ნავთობის მიწოდება 2019 წლის 31 დეკემბერს შეაჩერა. შეჩერების მიზეზი ორ ქვეყანას შორის სატრანზიტო ნავთობის ტარიფებზე შეუთანხმებლობა გახდა.