26.თებერვალი .2020 18:40

მაიკლ ბლუმბერგმა პოლიტიკურ რეკლამაზე $500 მლნ დახარჯა

views 222
უკან

ამერიკელმა მილიარდერმა მაიკლ ბლუმბერგმა და ნიუ იორკის ყოფილმა მერმა საკუთარი კანდიდატურის რეკლამირებისთვის 500 მილიონი დოლარი დახარჯა. ამის შესახებ The Washington Post წერს.

გამოცემის მიხედვით, ბლუმბერგი თავად აფინანსებს საკუთარ წინასაარჩევნო კამპანიას.

შეგახსენებთ, რომ ნიუ-იორკის ყოფილმა მერმა მაიკლ ბლუმბერგმა საპრეზიდენტო რბოლაში ჩართვის შესახებ ნოემბერში განაცხადა. ის კენჭს დემოკრატიული პარტიის სახელით იყრის.

ბლუმბერგის თქმით, მისი მიზანია, დონალდ ტრამპზე გამარჯვება და ამერიკის აღორძინებაა. მისი „პირველი გასვლა ხალხში“ მარტის დასაწყისში იგეგმება.