მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ის ყველა ქვანახშირის ქარხნის დასახურად მაიკ ბლუმბერგი $500 მილიონს დახარჯავს

მაიკლ ბლუმბერგი

ნიუ-იორკის ყოფილი მერი და Bloomberg-ის დამფუძნებელი, მილიარდერი მაიკლ ბლუმბერგი, რომელიც, ბოლო ათწლეულების განმავლობაში, განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს გარემოსდაცვით საკითხებს, ახალი ინიციატივით გამოდის. მილიარდერის თქმით, ის $500 მილიონს დახარჯავს, რომ 2030 წლისთვის, ამერიკის შეერთებულ შტატებში არსებული 150 ქვანახშირის ქარხანა დახუროს, გაზის მოხმარება გაანახევროს და გაზზე მომუშავე ახალი ქარხნების აშენება აკრძალოს.

ამ პროცესში, რომელიც შტატების ხელისუფლებებთან და ადგილობრივ თვითმმართველობებთან მჭიდრო ურთიერთობას და მოლაპარაკებას გულისხმობს, ბლუმბერგის სახელით არასამთავრობო ორგანიზაცია Beyond Carbon-ი ჩაერთვება. ამ ინიციატივას მაიკლ ბლუმბერგმა $500 მილიონი ამ დრომდეც გამოუყო.

შეგახსენებთ, რომ მაიკლ ბლუმბერგი მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანია, რომლის ქონებას ამერიკული Forbes-ი $96.3 მილიარდად აფასებს და ამ მაჩვენებლით, ის სიაში მე-11 ადგილს იკავებს. საინტერესოა, რომ ასეთი სია თავად Bloomberg-საც აქვს, რომელშიც მაიკლ ბლუმბერგის სახელი საერთოდ არ იძებნება. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები