მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თურქეთმა და საუდის არაბეთმა 3,000 მგვტ სიმძლავრის ქარის სადგურებზე შეთანხმება გააფორმეს

მოჰამედ ბინ სალმანი და რეჯეფ ტაიფ ერდოღანი

თურქეთმა და საუდის არაბეთმა ანტალიაში გამართულ COP31-ის კლიმატის სამიტზე 3,000 მეგავატი სიმძლავრის ქარის ელექტროსადგურების მშენებლობის შესახებ შეთანხმება გააფორმეს.

თურქეთის ენერგეტიკის სამინისტროს განცხადებით, დაგეგმილი პროექტების ჯამური მოცულობა ქვეყნის ქარის გენერაციის არსებული სიმძლავრის ერთ მეხუთედს გაუტოლდება. ეს გარიგება კი ორ სახელმწიფოს შორის თებერვალში დაწყებული სტრატეგიული პარტნიორობის მეორე ფაზა იქნება.

თურქეთის ენერგეტიკის მინისტრმა, ალფარსლან ბაირაქტარმა განაცხადა, რომ პროექტი საუდის არაბეთთან სტრატეგიულ კავშირებს გააღრმავებს. მისი განმარტებით, ეს ინვესტიციები ელექტროქსელის ინფრასტრუქტურის გაძლიერებასა და სისტემის მოქნილობის გაზრდას შეუწყობს ხელს.

პირველი ფაზის ფარგლებში საუდური კომპანია ACWA Power-ი სივასსა და ყარამანში 2,000 მგვტ ჯამური სიმძლავრის მზის ელექტროსადგურებს ააშენებს. ორივე შეთანხმების განხორციელების შედეგად კი ერთობლივი პროექტების საერთო სიმძლავრე 5,000 მგვტ-ს მიაღწევს.

ცნობისთვის, გრძელვადიანი ენერგეტიკული მიზნების მისაღწევად, თურქეთის მთავრობა ყოველწლიურად საშუალოდ 10,000 მგვტ სიმძლავრის ახალი ქარისა და მზის სადგურების ექსპლუატაციაში გაშვებას გეგმავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები