თურქეთი 2040 წლისთვის საკუთარი ენერგომოთხოვნის დაახლოებით 70%-ის განახლებადი წყაროებიდან მიღებას გეგმავს.
ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის, ალფარსლან ბაირაქთარის განცხადებით, ეს სამიზნე მაჩვენებელი ახალ სტრატეგიულ ხედვას, „ეროვნული ენერგეტიკა 2040-ს“ ეფუძნება. დოკუმენტი ენერგეტიკული სისტემის მასშტაბურ გარდაქმნას, ელექტრიფიკაციის გაფართოებასა და ინფრასტრუქტურაში მილიარდობით დოლარის ინვესტირებას ითვალისწინებს.
ბაირაქთარის განმარტებით, განახლებადი ენერგია მიწოდების უსაფრთხოების განმტკიცებასა და იმპორტირებულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულების შემცირებაში გადამწყვეტ როლს შეასრულებს. მინისტრის თქმით, ეს მიმართულება ქვეყნის 2053 წლის ნულოვანი ემისიის მიზანს სრულად ემთხვევა.
აღსანიშნავია, რომ „თურქეთის საუკუნის“ ხედვის ფარგლებში, ანკარა სრული ენერგოდამოუკიდებლობის მიღწევაზეც მუშაობს და მის ფარგლებში გენერაციის, გადაცემის, განაწილებისა და მოხმარების რგოლები ერთობლივად უნდა ტრანსფორმირდეს.
ინფორმაციისთვის, ანკარა ამ ამბიციური გეგმის საერთაშორისო პარტნიორებისთვის გაცნობას გაეროს კლიმატის 31-ე კონფერენციაზე გეგმავს. ამ გლობალურ სამიტს 9-20 ნოემბერს სწორედ ანტალია უმასპინძლებს.
























