ოქტომბერში საქართველომ თურქეთიდან ელექტროენერგიის იმპორტი დაიწყო. ესკოს ოპერატიული მონაცემებით, 5-11 ოქტომბერს მეზობელი ქვეყნიდან 11.4 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგია შემოვიდა.
გასული წლისგან განსხვავებით, წელს აპრილის შემდეგ საქართველოში ელექტროენერგია რუსეთიდან აღარ შემოსულა, გასულ წელს ამ პერიოდში კი, რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტი ხდებოდა აგვისტოდან, მთელი შემოდგომის პერიოდში. თურქეთი კი იმპორტიორთა შორის, მხოლოდ 2025 წლის დეკემბერში გამოჩნდა. აღსანიშნავია ისიც, რომ წელს ზაფხულის სეზონზე საქართველოს მთავრობამ თურქეთთან ელექტროენერგიის გაცვლის - ე.წ. ბარტერის მექანიზმი აამოქმედა.
ცვლილებების მიხედვით, 2026 წლის მაისი-ივლისის პერიოდში საქართველოდან თურქეთში ესკოს მიერ ელექტროენერგიის ექსპორტი განხორციელდება იმ პირობით, რომ მიწოდებული ენერგია ქვეყანას შემოდგომაზე - სექტემბერ-ნოემბერში იმავე მოცულობით დაუბრუნდება. ანალოგიური ნორმა მოქმედებდა 2018 წელსაც , რაც ქვეყნებს შორის ენერგიის ბარტერულ შეთანხმებას ითვალისწინებდა.
























