პანდემიის გამო ფინანსურად დაზარალებულ კომპანიებს შორის სწრაფი კვების სარესტორნო ქსელი “მაკდონალდსიც” მოხვდა, რომელსაც რიგი "ლოქდაუნების" დროს თანამშრომლების სამუშაო ადგილებიდან გათავისუფლება მოუწია. თუმცა, კომპანია ახლა მძიმე მდგომარეობის გამოსწორებას ცდილობს. ამერიკული “მაკდონალდსის” სარესტორნო ქსელი დასაქმებულებს საათობრივი ანაზღაურების მომატებას და საგანმანათლებლო ხარჯების დაფარვას სთავაზობს. კომპანიის ახალი გეგმის მიზანი კი “მაკდონალდსის” რესტორნებში მუშაობის გამოცდილების გაუმჯობესებაა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ამერიკაში “მაკდონალდსის” რესტორნების ნაწილი თანამშრომლებს ბავშვებზე ზრუნვის სერვისსაც სთავაზობს. დამატებითი ბენეფიტების ეს პრინციპი დღეისათვის, მართალია, სწრაფი კვების რესტორნის რამდენიმე ქსელში მოქმედებს, თუმცა კომპანიაში აცხადებენ, რომ მალე იდეა უფრო ფართოდ გავრცელდება.
ანალიტიკოსები კომპანიის ამ პოლიტიკას დადებითად აფასებენ და ამბობენ, რომ სწორედ მსგავსი გადაწყვეტილებებით “მაკდონალდსი” დღევანდელ სულ უფრო მეტად კონკურენტუნარიან ბაზარზე გამორჩეულ ადგილს იკავებს. კომპანიაში დასაქმებულების შეფასებით კი, “მაკდონალდსი” ერთ-ერთი საუკეთესო დამსაქმებლის სტატუსს მრავალი მიზეზის გამო ინარჩუნებს: როგორც მაისში “მაკდონალდსის” მენეჯმენტში განაცხადეს, კომპანია 2024 წელს ხელფასების ზრდას - საათში 15 დოლარამდე - გეგმავს.
აშშ-ში საათობრივი ანაზღაურების ტარიფების გადახედვა სწრაფი კვების სხვა ქსელებშიც, მაგალითად, “ჩიპოტელში” იგეგმება. “ბურგერ კინგსი” კი პერსონალს ბონუსურ სისტემაზე გადასვლას სთავაზობს.
ცნობისთვის, ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებით, შტატებში 1.9 ტრილიონი დოლარი გამოიყო მათთვის, ვინც პანდემიის გამო სამსახური დაკარგა. ასეთი მოქალაქეები დახმარების სახით კვირაში 300 დოლარს იღებენ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი