მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„მალე ვაქცინაცია მოსახლეობის სხვა ჯგუფებისთვისაც გახდება შესაძლებელი“ - პრემიერი

6052fdd61b066
ვიქტორია მღებრიშვილი
18.03.21 11:13
756

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სამედიცინო პერსონალის გარდა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრას სულ მალე მოსახლეობის სხვა ჯგუფებიც შეძლებენ. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის დაწყებამდე ისაუბრა.

„ჩვენს ქვეყანაში შემოვიდა ვაქცინის პირველი პარტია. პირველ რიგში დავიწყეთ სამედიცინო პერსონალის აცრა. სულ მალე ვაქცინაცია მოსახლეობის სხვა ჯგუფებისთვისაც გახდება შესაძლებელი“, - განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, მთავრობის სხდომაზე დღეს პირველადი ჯანდაცვის სერვისების გაუმჯობესების საკითხი განიხილება.

„ჯანდაცვის მინისტრის ინიციატივით წელს 300-მდე სოფლის ამბულატორია აღიჭურვება. რაც გააუმჯობესებს სამედიცინო პერსონალის სამუშაო პირობებს და პირველადი ჯანდაცვის სერვისებს“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

შეგახსენებთ, ქვეყანაში AstraZeneca-ს 43 000 დოზა ვაქცინა 13 მარტს შემოვიდა, რომელიც პირველ ეტაპზე სამედიცინო პერსონალზეა გათვლილი.