მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მამუკა ხაზარაძე: „დილით თემურ ჭყონიას წერილი დამხვდა - მეც მოგყვები წალენჯიხაშიო“

61838c8fdc6cd
ვიქტორია მღებრიშვილი
04.11.21 11:33
6272
პარტია „ლელო - საქართველოსთვის“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე Facebook-ის პირად გვერდზე პოსტს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ მის ინიციატივას წალენჯიხაში გადასვლის შესახებ ბიზნესმენი თემურ ჭყონიაც უერთდება.

„დილით თემურ ჭყონიას წერილი დამხვდა:
"მეც მოგყვები წალენჯიხაში, როგორც კი დაიწყებ ეგრევე ჩამოვალ"
მაგარი კაცი ხარ თემურ, მადლობა, ერთად ბევრ საქმეს გავაკეთებთ“, - წერს მამუკა ხაზარაძე.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ყოფილმა ბიზნესმენმა და პოლიტიკური პარტიის ლიდერმა სამეგრელოში, კონკრეტულად კი წალენჯიხაში გადასვლისა და ბიზნესების გადატანის მოწოდების შესახებ გააკეთა განცხადება.

„მე გადმოვსახელდები წალენჯიხაში, უახლოეს ხანში ვიყიდი ბინას და დავუდგები წალენჯიხის ახალარჩეულ მერს გვერდში და მთელ ჩემს გამოცდილებას მოვახმარ იმას, რომ წალენჯიხა ვაქციოთ მართლა ოაზისად“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ცნობისთვის, წალენჯიხა გახდა ერთადერთი ქალაქი, სადაც 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციურმა კანდიდატმა გაიმარჯვა.