მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მარიამ ქვრივიშვილი აცრილი ტურისტების სახმელეთო გზითაც შემოშვების ინიციატივით გამოდის

60894d3524b59
ინგა მურუსიძე
28.04.21 16:10
2102
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მარიამ ქვრივიშვილი აცრილი ტურისტების სახმელეთო გზითაც შემოშვების ინიციატივით გამოდის. აღნიშნული განცხადება პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა და ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძეს მიმართა, შესაძლებელია თუ არა ამ საკითხზე მსჯელობის დაწყება.

„ტურიზმის და ავიაციის ინდუსტრია ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სექტორებია, რომლებსაც წლების განმავლობაში დიდი წვლილი შეჰქონდათ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებაში. კოვიდ-პანდემიის პერიოდში ვნახეთ, როგორ დაზარალდა ეს სექტორები.

ახლა ჩვენ ყველა ერთად ვცდილობთ, რომ მოვახდინოთ ამ სექტორების და ინდუსტრიების აღდგენა; რამდენად შეიძლება დღეს უკვე დავიწყოთ მსჯელობა იმაზე, რომ მოხდეს სახმელეთო საზღვრების გახსნა იგივე პრინციპით ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი მეზობელი ქვეყნებისთვის, საიდანაც შემოდიოდნენ ტურისტები? იგივე პრინციპში ვგულისხმობ აცრილ ტურისტებს, რომლებსაც თავისუფლად ვუშვებთ ქვეყანაში, თუკი ისინი საჰაერო გზით შემოდიან საქართველოში“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

მისი შეფასებით, ეს იქნება უდიდესი წვლილის შეტანა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებაში, რადგან ტურიზმის დაახლოებით 70%-75%  სახმელეთო გზით შემოსული ტურისტების დანახარჯით გენერირდებოდა.

ასევე, მარიამ ქვრივიშვილმა დააყენა საკითხი ე.წ. "კომენდანტის საათის" დაწყების თუნდაც 2 საათით გადაწევაზე.