საქართველოს ეკონომიკის მინისტრ მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, Trump Tower Tbilisi-ის პროექტი უძრავი ქონების სექტორის ზრდის ახალი ეტაპია.
ამის შესახებ მან 𝗧𝗿𝘂𝗺𝗽 𝗧𝗼𝘄𝗲𝗿 𝗧𝗯𝗶𝗹𝗶𝘀𝗶, Downtown Tbilisi-ს ოფიციალურ პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა და იქვე დასძინა, რომ საქართველოს ეკონომიკაში განსაკუთრებული ადგილი უკავია უძრავი ქონებისა და მშენებლობის სექტორებს, რომლებზეც ქვეყნის ეკონომიკის 15%-ზე მეტი მოდის.
"2021-2025 წლებში საქართველოს ეკონომიკა საშუალოდ, წლიურად 9.3%-ით იზრდებოდა, ხოლო 2026 წლის პირველ ნახევარში ეკონომიკურმა ზრდამ 7.9% შეადგინა. ამავე პერიოდში საქართველოს ეკონომიკის მოცულობა გაორმაგდა და 2025 წელს ისტორიულ მაქსიმუმს - 38 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია.
მშპ ერთ სულ მოსახლეზე ასევე რეკორდულ, 10 300 დოლარამდე გაიზარდა. 2021 წლიდან დღემდე ქვეყანაში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ თითქმის 10 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც საქართველოსთვის ასევე ისტორიული მაჩვენებელია. საქართველოს ეკონომიკაში განსაკუთრებული ადგილი უკავია უძრავი ქონებისა და მშენებლობის სექტორებს. ამ ორ მიმართულებაზე ქვეყნის ეკონომიკის 15 პროცენტზე მეტი მოდის და ეს ტენდენცია მზარდია“, - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
























