ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, სასიხარულოა, რომ სამოქალაქო ავიაციის აღდგენის ტემპის დინამიკით საქართველო სულ უფრო და უფრო ხდება საერთაშორისო საავიაციო ორგანიზაციების თვალსაწიერში.
საქმე ის არის, რომ როგორც ეკონომიკის სამინისტროს გავრცელებულ რელიზშია აღნიშნული, საჰაერო მიმოსვლის აღდგენის დინამიკით საქართველოს, EUROCONTROL-ის წევრ სახელმწიფოებს შორის, ერთ-ერთი წამყვანი პოზიცია უკავია. საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ევროპულმა ორგანიზაციამ ევროპის საჰაერო სივრცეში განხორციელებული ფრენების ახალი მონაცემები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, მიმდინარე წლის 4 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს საჰაერო მიმოსვლის არსებული მაჩვენებლები 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებს 3%-ით აღემატება.
აღსანიშნავია, რომ 2019 წელთან შედარებით, აფრენა-დაფრენების რაოდენობის ზრდა მხოლოდ ოთხ ქვეყანაში ფიქსირდება. ესენია: ბოსნია და ჰერცეგოვინა, ალბანეთი, სომხეთი და საქართველო.
„ეს არის შედეგი იმ გაწეული შრომისა, რომელსაც ჩვენი გუნდი, კერძო სექტორთან აქტიური თანამშრომლობით, ვახორციელებთ, რათა გაზრდილიყო ფრენების სიხშირეები და საქართველოს ავიაბაზარზე დაბრუნებილიყვნენ ის ავიაკომპანიები, რომლებიც პანდემიამდე ოპერირებდნენ და ასევე შემოგვეყვანა ახლებიც. ყოველივე ამან მოგვცა ის შედეგი, რომლითაც ჩვენ ძალიან ვამაყობთ და ამასვე აღნიშნავენ საერთაშორისო ორგანიზაციები, როდესაც ყურადღებას საქართველოს წარმატებულ მაგალითზე ამახვილებენ,“ - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
EUROCONTROL-ის მონაცემებით, ფრენების აღდგენის აღნიშნული დინამიკით, საქართველო უსწრებს 37 წევრ სახელმწიფოს, მათ შორის ესპანეთს, საფრანგეთს, იტალიას, გერმანიას, საბერძნეთს, თურქეთს და ა.შ.
(NS)
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ
"კარფურის" 300-ზე მეტი სუპერმარკეტის მმართველი კომპანიის დამფუძნებელი, მილიარდერი მაჯიდ ალ ფუტაიმი გარდაიცვალა
საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება სოცდაუცველების დასაქმების სანაცვლოდ - შეთავაზება მთავრობას
რა ტოქსიკური ნივთიერებები გამოიყოფა სიგარეტის წვის დროს?
"1 გრამ შაფრანს საერთაშორისო ბაზარზე 10 დოლარად ვყიდი“ - გორში "წითელ ოქროს“ აწარმოებენ