მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მასკის თქმით, ბიტკოინით ანგარიშსწორება Tesla-ში ისევ შესაძლებელი იქნება

60f965f228c4b
ნათია თაქთაქიშვილი
22.07.21 20:30
720
Tesla-ს აღმასრულებელი ხელმძღვანელის ილონ მასკის განცხადებით, ბიტკოინით ანგარიშსწორება Tesla-ში ისევ შესაძლებელი იქნება. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

„დიდი ალბათობით Tesla-ში ისევ იქნება ბიტკოინით ანგარიშსწორება შესაძლებელი“,- განაცხადა მასკმა მსოფლიო კრიპტოვალუტების კონფერენციაზე.

გამოცემა წერს, რომ ილონ მასკის განცხადების შემდეგ ბიტკოინის ღირებულება თითქმის 6%-ით გაიზარდა და 31,952 აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო Ethereum-ის ფასმა 10.6%-ით მოიმატა და 1,979 აშშ დოლარს გაუტოლდა.

მასკმა მაისში დააანონსა, რომ ელექტრომობილების მწარმოებელი კომპანია ბიტკოინს ანგარიშსწორების საშუალებად აღარ მიიღებდა, მან მიზეზად გარემოზე კრიპტოვალუტის მოპოვების ნეგატიური გავლენა დაასახელა, რადგან ის უზარმაზარ ელექტროენერგიას საჭიროებს.

ცნობისთვის, კრიპტოვალუტის ფასი აპრილის შუა რიცხვებში 65,000 აშშ დოლარს უტოლდებოდა, რაც მისი არსებობის ისტორიაში ყველაზე მაღალ ღირებულებას წარმოადგენდა. ბოლო დროს კი ის 30,000 აშშ დოლარამდე გაუფასურდა.