19.სექტემბერი .2021 09:30

მასობრივი იმუნიზაცია ვერ შედგა - "მედგიდის" დამფუძნებელი

მასობრივი იმუნიზაცია ვერ შედგა - "მედგიდის" დამფუძნებელი
views 4373
უკან

„მედგიდის“ დამფუძნებელი სოფო ჯაფარიძე გადაცემა „ქალების ნარატივში“ აცხადებს, რომ მასობრივი იმუნიზაცია ვერ შედგა, რადგან ქვეყანაში არსებული კოვიდრეგულაციები ადეკევტაური არ არის. ამასთან, მისი შეფასებით, ხელისუფლება ვაქცინაციისთვის აუცილებელ საინფორმაციო კამპანიას არ აწარმოებს.

„ჯანდაცვის სისტემა არც ერთ ჭრილში გამართული არ არის. ხელისუფლებამ ცოტა გრძელვადიანი პროგნოზები უნდა გააკეთოს. ინფიცირების შემთხვევების ზრდა ბუნებრივია, რადგან ქვეყანაში არ არსებობდა ადეკვატური და თანმიმდევრული რეგულაცია - მაშინ, როდესაც დადებითობის მაჩვენებელი 4% იყო, სრულ „ლოქდაუნში“ ვიყავით, ხოლო როცა 10% იყო და მოსახლეობის მხოლოდ 4%-ს შეადგენდნენ აცრილები, რეგულაციები მოხსნეს;

ამასთან, ვაქცინაციის პროცესიც ძალიან გვიან დაიწყო, თან ძალიან ბევრი ხარვეზით - ტრანსპორტი მაშინ შეზღუდეს, როდესაც ვაქცინები მივიღეთ, ამით კი პროცესი შეაფერხეს; ფაქტობრივად, მასობრივი იმუნიზაცია ვერ შედგა.

ვაქცინაციის საინფორმაციო კამპანიაც არ არსებობს. ვფიქრობდი, ეს არასაკმარისი ვაქცინის გამო იყო, მაგრამ როცა უკვე ვაქცინების საჭირო რაოდენობა გვაქვს, ჩვენ მაინც ვხედავთ, რომ პოლიტიკურ ბილბორდებს 2 მლნ ლარზე მეტი ხმარდება, ვაქცინაციის კამპანიისთვის  იგივე საინფომაციო ბილბორდებს კი - სულ რამდენიმე ათასი ლარი“, - ამბობს „,მედგიდის“ დამფუძნებელი.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა