მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„მომხმარებელი თვეში 15 ლარად ათასობით ლარს ზოგავს“ – „პირველმა“ ჯანდაცვის ბარათი აამოქმედა

644bdb347748e
სალომე ხიდურელი
28.04.23 17:45
10073
რამდენიმე კვირაა რაც ბაზარზე ახალი ციფრული პლატფორმა - Pirveli.com გაეშვა, რომელიც ერთ სივრცეში აერთიანებს ყველა იმ პროდუქტსა და მომსახურებას, რომელიც მომხმარებელს ყოველდღიურად სჭირდება და იყენებს: ონლაინ შოპი, ფასდაკლების ვაუჩერები და ჯანდაცვის ბარათი.

ამ სივრცეში, მომხმარებელი ყველა შენაძენსა და აქტივობაზე აგროვებს მონეტებს და შემდგომ ცვლის სასურველი დასვენების, გართობის, კვების, თავის მოვლის და სხვა მომსახურების ფასდაკლების ვაუჩერებში. “ჯანდაცვის ბარათი”-ც რამდენიმე კვირაა ამოქმედდა და მომხმარებელს სამედიცინო მომსახურებებზე სპეციალურ ფასდაკლებებს სთავაზობს. ამ საკითხზე BM.GE-ს ექიმი, სოფო ჯაფარიძე ესაუბრა.

„ჯანდაცვის ბარათი სრულიად ახალი სიტყვაა ამ სფეროში. ეს არის ინოვაცია, რომელიც შესაძლებლობას აძლევს ადამიანებს, დაზოგონ ძალიან დიდი თანხა და მიიღონ სრულფასოვანი და მაღალკვალიფიციური სამედიცინო და ესთეტიკური მომსახურება“, - ამბობს სოფო ჯაფარიძე.

მისი განმარტებით, ჯანდაცვის ბარათის ყოველთვიური ღირებულება 15 ლარია და ფასი საქართველოს თითქმის ყველა წამყვან კლინიკაში სამედიცინო თუ ესთეტიკურ მომსახურებაზე 10-დან 75%-მდე ფასდაკლებას ითვალისწინებს.

„ბარათი ფარავს საქართველოში თითქმის ყველა წამყვანი კლინიკის ამბულატორიულ მომსახურებას 10-დან 50%-მდე ფასდაკლებით, ასევე ესთეტიკური მედიცინის ცენტრებს, სადაც მომხმარებელს 10-დან 75%-მდე ფასდაკლებას ვთავაზობთ.

უკვე გავაფორმეთ მემორანდუმი და ერთ კვირაში ფარმაციასაც დავფარავთ. ანუ, თუ, პირობითად, PSP-ს სააფთიაქო ქსელში კვირაში 3 დღე არის ფასდაკლება, ჩვენს მომხმარებელს ეს ფასდაკლება ყოველდღე ექნება. ასევე მაღალი ფასდაკლებები გვაქვს სტომატოლოგიურ კლინიკებში როგორც გადაუდებელ, ისე ესთეტიკურ მომსახურებაზეც. ეს ყველაფერი თვეში 15 ლარად და ამაში შედის უფასო ასისტირება და თვეში ერთხელ ოჯახის ექიმის უფასო კონსულტაცია“, - განმარტავს სოფო ჯაფარიძე.

ჯანდაცვის ბარათი როგორც ინდივიდუალურ, ასევე ოჯახურ პაკეტსაც ითვალისწინებს, რომლის ღირებულებაც წევრების რაოდენობის მიხედვით იცვლება.

„გარდა ამისა, ფასი განსხვავდება შეძენილი თვეების მიხედვითაც, 3 თვიანი პაკეტის შემთხვევაში სხვა ფასია, 6 თვიანის შემთხვევაში - სხვა, რა თქმა უნდა, უფრო დაბალი. ყოველთვიური ღირებულება 15 ლარზე ნაკლები გამოდის, თუმცა მომხმარებელი ათასობით ლარს ზოგავს“, - აღნიშნავს „პირველის“ წარმომადგენელი.

ჯაფარიძის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ ჯანდაცვის ბარათი კომპანიისათვის ფინანსურად მომგებიანი მიმართულება არაა, „პირველის“ დამფუძნებლების მთავარი მიზანი მომხმარებლებისთვის ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა იყო.

„მომგებიანი საქმე ნამდვილად არ არის, თუმცა ამ ბარათს აქვს სოციალური დატვირთვა, მიზანი რაც მე და ჩემს თანადამფუძნებლებს გვქონდა ისაა, რომ მომხმარებლებისთვის მაღალკვალიფიციური ექიმებისაგან დაკომპლექტებული ჯანდაცვა ხელმისაწვდომი გაგვეხადა.

ბარათზე მოთხოვნა უკვე ძალიან დიდია, ჩვენი მომხმარებლებისგან კლინიკებში დატვირთვა უკვე გაიზარდა, თუმცა ზრდას კიდევ ველოდებით“, - ამბობს სოფო ჯაფარიძე.

ჯანდაცვის ბარათით სარგებლობა როგორც თბილისში, ასევე საქართველოს სხვა დიდ ქალაქებში, სადაც ქსელურ კლინიკებს ფილიალები აქვთ გახსნილი, ნებისმიერ მსურველს შეუძლია. ბარათის შეძენისთვის მხოლოდ „პირველის“ ვებ-გვერდზე პირადი ნომრით რეგისტრაციაა საჭირო. სოფო ჯაფარიძის ცნობით, ბარათით ნებისმიერ ადამიანს, მათ შორის, კერძო დაზღვევის მქონე პირებსაც შეუძლიათ ისარგებლონ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები