მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Mastercard ოქროს ბრენდი 2022-ის გამარჯვებულია ®

62c1a67768e89
BM.GE
03.07.22 18:42
640
ოქროს ბრენდის დაჯილდოვების ცერემონია 2006 წლიდან ტარდება და ის საქართველოში ყველაზე პრესტიჟულ და გავლენიან ბიზნეს დაჯილდოვებად არის აღიარებული.

2022 წელს 50 გამარჯვებული ბრენდი დასახელდა. მათ შორის არის Mastercard, ციფრული გადახდების ლიდერი მთელს მსოფლიოში.

Mastercard ის ბრენდია, რომელსაც ქართული ფინანსური ინდუსტრიის მომხმარებლები ყველაზე მეტად ენდობიან. საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, ქვეყანაში 6.3 მილიონი სადებეტო და 821 ათასი საკრედიტო ბარათია. ეს ნიშნავს, რომ ერთ სულ მოსახლეზე საშუალოდ 1.7 სადებეტო და 0.2 საკრედიტო ბარათი მოდის, ანუ ქვეყნის თითოეულ მცხოვრებს ერთზე მეტი სადებეტო ბარათი, ხოლო ყოველ მეხუთე მოქალაქეს საკრედიტო ბარათი აქვს.

Mastercard უკვე მრავალი წელია ნერგავს ციფრული გადახდის სისტემებს ყველგან: მაღაზიებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, დიდი ღონისძიებებსა თუ ონლაინ სისტემებში. შედეგად კი, საქართველოში, უკონტაქტო გადახდა სწრაფი,
კომფორტული და უსაფრთხო გადახდის სიმბოლოდ იქცა.

ხაზგასასმელია Mastercard-ის ჩართულობა ტურიზმის სფეროში. პანდემიით მიყენებული ზიანის შესამცირებლად Mastercard-მა და საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ გასული წლის სექტემბერში პარტნიორობა დაიწყეს და მემორანდუმის შესაბამისად, ადმინისტრაციასა და ტურიზმის სფეროს სხვადასხვა წარმომადგენელს აქვს წვდომა Mastercard Tourism Insight-ის პლატფორმაზე.

Mastercard მუდმივად მხარს უჭერს ქვეყნის დიჯიტალიზაციის პროცესს და 2022 წელი ამითაც გამორჩეულია, რადგან USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამასთან თანამშრომლობით და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მხარდაჭერით, კომპანია საქართველოს სამწლიანი ციფრული პარტნიორობის პროგრამის შემუშავებასა და განხორციელებას გეგმავს. ეს მოიცავს მრავალ ინიციატივასა და აქტივობას, რომელიც როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორებში განხორციელდება.

Mastercard-ის შესახებ:
მასტერქარდი ((NYSE: MA), www.mastercard.com, არის ტექნოლოგიური კომპანია გადახდების გლობალურ ინდუსტრიაში. ჩვენ ვმართავთ მსოფლიოში გადახდის ყველაზე სწრაფ საპროცესინგო ქსელს, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს მომხმარებლებს, ფინანსურ ინსტიტუტებს, სავაჭრო ქსელებს, მთავრობასა და ბიზნესს 210 -ზე მეტ ქვეყანაში. მასტერქარდის პროდუქტები და სისტემები უფრო აადვილებს, უსაფრთხოსა და ეფექტურს ხდის ყოველდღიურ სავაჭრო საქმიანობას, როგორიცაა შოპინგი, მოგზაურობა, ბიზნესისა და ფინანსების მართვა. შემოგვიერთდით Twitter@MasterCardNews-ზე, ჩაერთეთ საკითხების განხილვაში ბლოგზე „ტრანზაქციის მიღმა“ (Beyond the Transaction Blog) და გამოიწერეთ უახლესი ამბები „Engagement Bureau“-დან (http://newsroom.mastercard.com)