საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე დავით ნარმანია USAID-ის ორგანიზებით გამართულ ენერგეტიკული პოლიტიკის ფორუმზე სიტყვით წარდგა. სემეკის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა USAID-ის მხარდაჭერის მნიშვნელობასა და როლს საქართველოს ენერგეტიკის სექტორის განვითარებაში.
„ენერგეტიკული ბაზრის ლიბერალიზაცია მოგვცემს დამატებით შესაძლებლობას, ხელი შეეწყოს განახლებადი ენერგიების წყაროებიდან მიღებული ენერგიის ზრდას. გვაქვს მოლოდინი, რომ ენერგეტიკის სექტორში განხორციელდება უფრო მეტი ინვესტიცია. ადგილობრივი წარმოების განვითარება ნიშნავს მეტი ელექტროენერგიის გამომუშავებას, ქვეყნის შიდა მოხმარების დაკმაყოფილებას. ამასთანავე, საქართველოს აქვს პოტენციალი, რომ გახდეს ექსპორტიორი ქვეყანა, რაც ეკონომიკური თავლსაზრისით ძალიან ეფექტური იქნება. აუცილებელია, დროთა განმავლობაში საქართველომ შეამციროს ელექროენერგიის იმპორტის მოცულობა“, - აღნიშნა დავით ნარმანიამ სიტყვით გამოსვლისას.
ენერგეტიკული პოლიტიკის ფორუმს ესწრებოდნენ საჯარო უწყებების, ენერგეტიკული კომპანიების, არასამთავრობო და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები. შეხვედრაზე იმსჯელეს ენერგეტიკული ბაზრის ახალ მოდელზე, ტრანსსასაზღვრო ვაჭრობის საკითხებზე, არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე. ფორუმი გახსნეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ, რომეო მიქაუტაძემ, USAID/საქართველოს მისიის წარმომადგენელმა კლერ მეისონმა და სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ.
NS
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი