მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მცირე და საშულო ბიზნესი თუ გადაიჩეხა, მიჰყვება მთელი ეკონომიკა - „ზაზანოვას“ დამფუძნებელი

602d1d5b7f888
ვიქტორია მღებრიშვილი
17.02.21 18:03
1275
რესტორატორები ეკონომიკის მინისტრს შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით კიდევ ერთხელ მიმართავენ - ამის შესახებ ეკონომიკის სამინისტროში დაგეგმილ შეხვედრამდე ჟურნალისტებს რესტორან „ზაზანოვას“ დამფუძნებელმა მარინა სალუქვაძემ განუცხადა.

მისი განმარტებით, რესტორატორების მოთხოვნები არ შეცვლილა და ისინი უბრალოდ ოპერირების უფლებას ითხოვენ.

„მოგვცემ მუშაობის და გადარჩენის საშუალება. ამ პირობებში გამორიცხულია მუშაობა, ვინაიდან რესტორნების უმეტესობა ვერ გაიხსნა, ვისაც ღია სივრცე არ აქვს და ვისაც აქვს, ისიც ვერ გაიხსნა. მე პირადად ვერ გავხსენი, რადგან დიდ ხარჯებთან იყო დაკავშირებული. თან როდესაც 7 საათზე უნდა დაასრულო მუშაობა, ეს რესტორნისთვის ძალიან რთულია. ვინც გაიხსნა, ის აპლოდისმენტების ღირსია. ყველას ძალიან დიდი ვალები აქვს, არ ვიცი როგორ უნდა გავძლოთ და როგორ უნდა გადავრჩეთ. ეს არ არის ჩვენი ახირება, ჩვენს უკან 300 000 ადამიანია, რომელთა უკან მათი ოჯახებია. ქვეყნის ეკონომიკა დგას საშუალო და წვრილ ბიზნესზე, რომელიც თუ გადაიჩეხა, მიჰყვება მთლიანად ქვეყნის ეკონომიკა.

ყველანაირი უსაფრთხოების ნორმის დაცვით უნდა გავიხსნათ, გადაიწიოს კომენდანტის საათმა და შაბათ-კვირას გვქონდეს ოპერირების საშუალება. ეს სფერო ისედაც დაღუპულია - 95% რესტორატორების უკვე გაკოტრებულია. ველოდებით სუბსიდირების მეორე ტალღას და იმედი გვაქვს, რომ ის სესხები, რომლებიც აქამდე ვერ მოხვდა სახელმწიფო პროგრამაში იქნებ ახლა მაინც მოხვდნენ, იმიტომ რომ ძალიან ცუდ დღეში არიან რესტორატორები“, - ამბობს მარინა სალუქვაძე.

რესტორნის მეპატრონე ამბობს, რომ მათი წინა შეხვედრები ფიასკოთი დასრულდა და არ უნდა, რომ დღესაც იგივე განმეორდეს.

„დიდ ქვეყნებში ბიზნესმა დახმარება მიიღო, ჩვენ დახმარებას კი არ ვითხოვთ, ვერ ვითხოვთ, რადგან ვიცით, რომ ქვეყნის ეკონომიკა არ არის სახარბიელო მდგომარეობაში. ვითხოვთ მოგვცემ გადარჩენის უფლება.

არ მინდა, რომ შეხვედრა შეხვედრისთვის იყოს, თუმცა შეხვედრების წინა რაუნდები ჩვენთვის სრული ფიასკოთი დასრულდა. მესმის, რომ ეკონომიკურ გუნდს დახმარების დიდი სურვილი აქვთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ იქნებიან ეკონომიკური გუნდის სათავეში. რადგან ბიზნესიდან შესული გადასახადებით აქვთ ხელფასები და ბიზნესს უნდა ჰქოდენს ოპერირების უფლება“, - განმარტა „ზაზანოვას“ დამფუძნებელმა.