უკვე მესამე კვირაა, რაც მელიქიშვილის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოები ორ ეტაპად არის დაყოფილი და ამ დროისთვის პირველი ეტაპი ხორციელდება, რაც მიწისქვეშა კომუნიკაციების სისტემების შეცვლას, წყალარინებისა და წყალგამტარების ქსელის შეცვლას, სანიაღვრე ქსელის მოწყობას გულისხმობს.
აღსანიშნავია, რომ სანიაღვრე ქსელის მოწყობა დედაქალაქის ბიუჯეტით მოხდება, წყალარინებსა და წყალგამტარებს კომპანია GWP აფინანსებს.
რა ეტაპზეა სამუშაოები და როდის დასრულდება რეაბილიტაციის პირველი ნაწილი? - ამ შეკითხვას „საქმიანი დილას“ ეთერში თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი ლევან ნაროუშვილი პასუხობს.
მისი განმარტებით, პირველი ეტაპი სექტემბერში უნდა დასრულდეს.
„მიწისქვეშა კომუნიკაციები სრულად შეიცვლება. გვსურს მოძრაობა მალე აღდგეს, სამწუხაროდ, აღნიშნულ ქუჩას კაპიტალური რეაბილიტაცია არასდროს ჩატარებია, მუშაობის პროცესში 6 ფენა გადაგებული ასფალტი შეგვხვდა, რომლის დაბლაც ქვაფენილი იყო. შესაბამისად, გვინდა სამუშაოები სწრაფი ტემპით განხორციელდეს, ამიტომ 24 საათის განმავლობაში ვმუშაობთ. საწყისად, პირველი ფენა ასფალტის მოწყობას ვგეგმავთ, რათა მოძრაობა აღდგეს“ - ამბობს ლევან ნაროუშვილი.
შეგახსენებთ, რომ მთლიანი სამუშაოები 6 თვეში დასრულდება. მელიქივილის გამზირის რეაბილიტაციისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან ჯამში 6 მლნ 388 000 ლარია გამოყოფილი.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი