28.ივლისი .2020 17:57

“მეორე ტალღა იქნება გვიან შემოდგომაზე, ისიც რბილი ან საერთოდ არ იქნება“ - თენგიზ ცერცვაძე

views 2720
უკან

“მეორე ტალღა იქნება გვიან შემოდგომაზე, ისიც რბილი ან საერთოდ არ იქნება“, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ მედიასთან განაცხადა.

ასევე, მან ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ ამჟამად ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

“რაც შეეხება მეორე ტალღას გვიან შემოდგომაზე, ის ან საერთოდ არ იქნება ან იქნება გაცილებით უფრო რბილი, ვიდრე იყო პირველი ტალღა. გარანტირებულად ვამბობ, თითქმის სრული პასუხისმგებლობით, რომ საქართველოს მოსახლეობის უსაფრთხოება დაცულია და ხალხს შეუძლია საკუთარ თავს უფლება მისცეს, იმუშაოს და იცხოვროს სრულფასოვნად და კონსტრუქციულად”, – განაცხადა ცერცვაძემ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა