მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მერიამ წერეთლის გამზირის რეაბილიტაციაზე ტენდერი გამოაცხადა

5eb3b9e83e160
სალომე მეცხვარიშვილი
07.05.20 12:00
2685
თბილისის მერიამ წერეთლის გამზირის რეაბილიტაციაზე ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 10 165 170 ლარია. დაფინანსების წყარო - 2020-2021 წლების თბილისის ბიუჯეტია. წერეთლის გამზირის ნაწილის რეაბილიტაცია 2020 წლის ბიუჯეტიდან დაფინანსდება(55%), ნაწილი კი 2021 წლის ბიუჯეტიდან - 45%.

სახელმწიფო შესყიდვაში წინადადებების მიღება 9 მაისს იწყება და 14 მაისს სრულდება.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების ვადა - სამუშაოთა წარმოების კალენდარული გეგმა-გრაფიკის შესაბამისად, წერილობითი დავალების მიცემიდან 6 თვეა. გამარჯვებული კომპანია ვალდებულია ობიექტზე სამუშაოები  24 საათიან რეჟიმში აწარმოოს.