მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მერიას 370 ავტომობილი ეკუთვნის, მათგან 2018 წელს გამოშვებული 105 მანქანის შეძენაზე 5.6 მლნ დაიხარჯა - IDFI

5dc127a65f077
შოთა ტყეშელაშვილი
05.11.19 11:53
1088
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) თბილისის მერიისა და საკრებულოს ადმინისტრაციული ხარჯების შესახებ გამოაქვეყნა ანგარიში. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ თბილისის მერიის ავტოპარკი 370 ავტომობილს ითვლის, საიდანაც 105 ერთეული 2018 წელს არის გამოშვებული.

2018 წელს გამოშვებული მანქანების შეძენა მერიას ჯამში 5.6 მილიონ ლარზე მეტი დაუჯდა, რაც, სავარაუდოდ, თბილისის მუნიციპალური ინსპექციის შექმნას უკავშირდება. ავტომობილების მარკების მიხედვით ფასები ასე ნაწილდება:



მერიის ავტოპარკის საწვავით მომარაგება 2018 წლის განმავლობაში 1,671,201 ლარი და 28 თეთრი დაჯდა. ეს 2017 წელთან შედარებით 278,000 ლარით მეტია. 

რაც შეეხება საკრებულოს აპარატს, 2018 წლის განმავლობაში მას 40 ავტომობილი ემსახურებოდა. აქედან 28 ავტომობილი საკრებულოს წევრებზე იყო გაპიროვნებული, მათი თანამდებობის შესაბამისად 16 (საკრებულოს თავმჯდომარე, თავმჯდომარის პირველი მოადგილე და მოადგილეები, ფრაქციებისა და კომისიების თავმჯდომარეები), ხოლო 12 - საერთო სარგებლობის.

40 ავტომობილის პირობებში საკრებულოს 43 მძღოლი ემსახურებოდა. 2017 წლის ივნისის მდგომარეობით კი, თბილისის საკრებულოს ბალანსზე 35 ავტომობილი ირიცხებოდა და შრომითი ხელშეკრულება 39 მძღოლთან იყო გაფორმებული.