მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დედაენის ბაღში აგრობაზარი „უნიკალური ქართული გემო“ მოეწყობა

638064529e417
ინგა მურუსიძე
26.11.22 09:01
589
აგრობაზარი „უნიკალური ქართული გემო“ მეხუთედ გაიმართება თბილისში, დედაენის ბაღში. ღონისძიება მიზნად ისახავს, ბაზრის მოთხოვნების დაკმაყოფილებისა და მომხმარებელთან დაკავშირების მიზნით, მცირე და საშუალო ნიშური სასურსათო პროდუქტების მწარმოებლების ხელშეწყობას.

როგორც BM.GE-ს FAO-დან აცნობეს, აღნიშნული ფერმერთა ბაზრობები, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მიერ ხორციელდება, ევროკავშირის მხარდაჭერით.

აღსანიშნავია, რომ აგრობაზრის მონაწილეები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოვლენ და ღონისძიებაზე ადგილობრივი, ნიშურ პროდუქტებს წარადგენენ. ორ დღიან ღონისძიებაში, დაახლოებით 50 მეწარმე მიიღებს მონაწილეობას და გაყიდის ისეთ პროდუქტებს, როგორიც არის: ყველი, ხორც-პროდუქტები, თაფლი, ღვინო, ჩაი და სხვა.

აგრობაზრის ყველა მონაწილეს, სურსათის უვნებლობისა და ბიზნესის მართვის მიმართულებით შესაბამისი ტრენინგის კურსი გავლილი აქვს FAO-ს ხელშეწყობით. მონაწილეთა გარკვეულ ნაწილს, საჭირო დანადგარების შეძენისა და სოფლის სამეურნეო სივრცეების განვითარების კუთხით, FAO-მ, ევროკავშირის მხარდაჭერით, სათანადო ფინანსური დახმარებაც აღმოუჩინა.
 
აგრობაზარი 26 ნოემბერს, 14:00 საათზე გაიხსნება.

აგრობაზარი ხორციელდება FAO-ს მიერ, ევროკავშირის მხარდაჭერით, EU4Business ინიციატივის „ევროკავშირის ინოვაციური პროექტი კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისთვის საქართველოში“ ფარგლებში. ევროკავშირის აღნიშნული ინიციატივა, მიზნად ისახავს ქართველი მეწარმეების მხარდაჭერას იურიდიული გარემოს გაუმჯობესების, ფინანსებთან წვდომისა და ევროკავშირთან ურთიერთობის გაღრმავების თვალსაზრისით.