მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მერკელი: ქვეყანა COVID-ის სამ აგრესიულ შტამს ებრძვის, საგანგებო მდგომარეობა გახანგრძლივდა

60252d5bc2e36
ნათია თაქთაქიშვილი
11.02.21 21:45
1411
გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული კარანტინი 7 მარტამდე გახანგრძლივდა. ამის შესახებ CNN-ი წერს.

გამოცემის მიხედვით, მერკელი აცხადებს, რომ ქვეყანა ახალი კორონავირუსის სამ აგრესიულ შტამს ებრძვის და კორონავირუსის ახალი შემთხვევების უმრავლესობაც სწორედ კოვიდის ახალ ვარიანტებს უკავშირდება.

გერმანიის კანცლერის თქმით, ქვეყანაში ლოქდაუნი არცერთი დღით არ გახანგრძლივდება თუ მთავრობა ამის საჭიროებას არ დაინახავს.

მიუხედავად იმისა, რომ დაწესებული შეზღუდვების უმეტესობა ძალაში რჩება, პირველი მარტიდან ქვეყანაში შესაძლოა, სილამაზის სალონები გაიხსნას.

გერმანიის კანცლერის განცხადებით, ქვეყანაში არის ალბათობა 22 თებერვლიდან გაიხსნას სკოლები და საბავშო ბაღები, თუმცა დამოკიდებული იქნება ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე.

შეგახსენებთ, დეკემბრის შუა რიცხვების შემდეგ გერმანიაში დაკეტილია მაღაზიები, გასართობი ცენტრები. კაფეები და რესტორნები კი ნოემბრის შემდეგ მხოლოდ გატანის სერვისით მუშაობენ.