მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მერმა გლდანში ახლადრეაბილიტირებულ ქუჩაზე გზის ჩავარდნის მიზეზების მოკვლევის დავალება გასცა

5f46231a15b99
ინგა მურუსიძე
26.08.20 13:03
5731
რამდენიმე დღის წინ, გლდანში, ახლადრეაბილიტირებულ ხიზანიშვილის ქუჩაზე გუშინ საავტომობილო გზის ნაწილი ჩავარდა, რის გამოც საავტომობილო გადაადგილების პარალიზება მოხდა. დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერი კახა კალაძე შექმნილი პრობლემის მიზეზით დაინტერესდა. 

„როგორც ვიცით, ახლახანს დასრულდა ხიზანიშვილის და ვეკუას ქუჩების რეაბილიტაცია, სამუშაოები მიმდინარეობდა დაექსპერტებული პროექტის მიხედვით, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ რამდენიმე დღის წინ მოსულმა უხვმა ნალექმა შექმნა პრობლემა თბილისის არაერთ უბანში და მათ შორის იყო ხიზანიშვილის ქუჩა. კერძოდ, უხვი ნალექის შედეგად სანიაღვრე სისტემები გადაივსო, რაც პირველადი ინფორმაციით, დაზიანების მიზეზი გახდა“, - განაცხადა თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ბენდელიამა.

მისივე თქმით, მსგავსი სახის პრობლემა არის სხვადასხვა ლოკაციებზე და იქაც მიმდინარეობს დაკვირვება, რათა საჭიროების შემთხვევაში მოხდეს შესაბამისი ჩარევა.

კახა კალაძის კითხვაზე - შესაძლებელია თუ არა, მომხდარი ცუდად ჩატარებული სამუშაოს ბრალი იყოს, ბენდელიანმა განმარტა, რომ პირველადი შეფასებით, ასე არ არის და პრობლემა, სავარაუდოდ, ჭარბი ნალექის ბრალი იყო.

კალაძესა და ბენდელიანს შორის რამდენიმე წუთიანი კითხვა-პასუხის შემდეგ, თბილისის მერმა შიდა აუდიტის სამსახურს დაავალა, ჩაატარონ მოკვლევა როგორც - საპროექტო დოკუმენტაციის, ისე ჩატარებული სამუშაოსი, რათა მომხდარზე კითხვები არ დარჩეს.