მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მახათას აღმართისა და ეშბას ქუჩის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა დასრულდა

649aa32375e58
BM.GE
27.06.23 13:00
3555
ისნის რაიონში, მახათას აღმართისა და ვაზისუბნის დასახლებაში მდებარე ეშბას ქუჩის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა დასრულდა, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ახალი გზა ვაზისუბნის ქუჩებს განტვირთავს და ერთი უბნიდან მეორეში გადაადგილების დროს შეამცირებს.

„ეს არის სრულიად ახალი გზა, რომელიც ვაზისუბანში, „ჰუალინგის“ ტერიტორიიდან მახათას აღმართს უკავშირდება, რაც საგრძნობლად განტვირთავს ვაზისუბნის ქუჩებს და ერთიდან მეორე უბანში მოხვედრის დროს შეამცირებს. პროექტის ფარგლებში, მოეწყო გზის სავალი ნაწილი, ტროტუარი, გარე განათების ქსელი და დამონტაჟდა LED სანათები. დამეთანხმებით ის ადამიანები, რომლებიც აღნიშნული გზით უკვე სარგებლობთ, რომ გადაადგილება კომფორტულია“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ახალ გზაზე საგზაო მონიშვნებისა და გამწვანების სამუშაოებია დარჩენილი, რომელიც უახლოეს მომავალში დასრულდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები