მიმდინარე წლის 9 თვეში მესტიაში ელექტროენერგიის მოხმარება გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 24%-ით გაიზარდა. როგორც BMG-ის "ენერგო-პრო ჯორჯიაში" განუცხადეს, 2022 წლის იანვარ-სექტემბერში რეგიონში ელექტროენერგიის მოხმარება 87,777,811 კვტ.სთ იყო, ხოლო 2021 წლის შესაბამის პერიოდში 70,891,626 კვტ.სთ.
მესტიის რაიონში მოსახლეობა ელექტროენერგიას უფასოდ იღებს, თუმცა სხვა მაღალმთიანი რეგიონებისგან განსხვავებით, ეს მიწოდება განპირობებულია იმ, რომ რეგიონის გამრიცხველიანება ვერ მოხერხდა. რეგიონში ასევე მიმდინარეობდა კრიპტოვალუტის მაინინგიც, რის გამოც გასულ წლებში ადგილზე ქსელები გადაიტვირთა, რასაც მიმწოდებელი კომპანიის ინფორმაციით, ელექტროენერგიის გათიშვა და გადამცემი ინფრასტრუქტურის დაზიანებაც მოჰყვა.
გასული წლის დეკემბერში მესტიაში მოსახლეობის ნაწილმა ხატზე დაიფიცა, რომ მაინერებს, იგივე კრიპტოვალუტის მომპოვებელ აპარატებს გამორთავენ. მიუხედავად ამისა, „ენერგო-პრო ჯორჯიაში“ აცხადებდნენ, რომ ელექტროენერგიის მოხმარება იანვარში არ შემცირებულა.




























