მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ენერგო-პრო ჯორჯიას“ არაოფიციალური განათლების მქონე ელექტრიკოსები,  სახელმწიფოს მხრიდან განათლების აღიარებას მიიღებენ

ენერგოპრო
BM. GE
06.11.23 12:44
94

არის თუ არა ქვეყანაში ენერგეტიკის მიმართულების სპეციალისტების დეფიციტი?

"ენერგო-პრო ჯორჯიას“ 10 ელექტრიკოსი ბათუმში, რომლებსაც მუშაობის საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვთ, თუმცა, არ აქვთ დამთავრებული პროფესიული ან უმაღლესი სასწავლებლების ენერგეტიკის მიმართულების ფაკულტეტი, 2024 წლის იანვრიდან სახელმწიფოსგან კვალიფიკაციის დიპლომს ან სერთიფიკატს მიიღებენ.

აღიარების პროცესი 3 თვეს გრძელდება და 4 ეტაპს მოიცავს. კომისია იკვლევს მათ ცოდნას პროფესიული უნარების შესახებ. საკითხის შესწავლის შემდეგ, კი იღებს გადაწყვეტილებას სახელმწიფო სერთიფიკატის/ დიპლომის გადაცემის შესახებ.

კოლეჯ ,,ბლექსის“ და აჭარის დასაქმების სააგენტოს მხარდაჭერით, გასულ წელს, ბათუმში, კომპანიის ათ თანამშრომელს უკვე გადაეცა განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი. თუმცა, პროცესი კვლავ გრძელდება.

აღნიშნულ საკითხზე ,,ენერგო-პრო ჯორჯია ჰოლდინგის“ ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსი გიორგი ტრაპაიძე საუბრობს:

- რას ნიშნავს არაფორმალური განათლება?

- მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლის სისტემის ნაწილია, რომელიც გულისხმობს ფორმალური განათლების მიღმა „ცოდნისა და გაცნობიერების“, „უნარის“ ან „პასუხისმგებლობისა და ავტონომიურობის“ შეძენას. კომპანიაში დასაქმებულ თანამშრომელთა ნაწილს, არა აქვთ შესაბამისი მიმართულებით, პროფესიული ან უმაღლესი განათლება. თუმცა, მათ აქვთ წლების განმავლობაში მუშაობის შედეგად მიღებული ცოდნა. გარდა ამისა, ,,ენერგო-პრო ჯორჯიაში“ მათ გავლილი აქვთ ყველა ის ტრეინინგი თუ სწავლება, რომელიც აუცილებელია საველე თუ სხვა პრაქტიკული სამუშაოსთვის, მაგრამ ოფიციალურად მათ არ გააჩნიათ ცოდნის დამადასტურებელი სახელმწიფო სერთიფიკატი. სწორედ ასეთი გზით მიღებული განათლების აღიარებაა არაფორმალური განათლების ერთ-ერთი კრიტერიუმი.


- რატომ არის მნიშვნელოვანი ელექტრიკოსთა განათლების ოფიციალურად აღიარება?

- ქვეყანაში ისედაც გვაქვს ენერგეტიკის მიმართულების სპეციალისტების დეფიციტი. ეს პროცესი კიდევ უფრო ღრმავდება. ,,ენერგო-პრო ჯორჯია“ ბევრ ეფექტურ ღონისძიებას აკეთებს იმისთვის, რომ მოვიძიოთ, აღმოვაჩინოთ ენერგეტიკოსები. დავდივართ შეიძლება ითქვას კარდაკარ სკოლებში, პროფესიულ თუ უმაღლეს სასწავლებლებში. წარჩინებულ სტუდენტებს ვუნიშნავთ სტიპენდიებს ან ვთავაზობთ ანაზღაურებად სტაჟირებას. ახალგაზრდებს, ვისაც ჯერ კიდევ არ აურჩევია პროფესია, ვაცნობთ ენერგეტიკის დარგს. ვუჩენთ მოტივაციას, რომ გახდნენ ენერგეტიკოსები.

პერიოდულად ვაწარმოებთ კამპანიას ,,აირჩიე სინათლე“. პირდაპირ ვეუბნებით მათ, რომ აირჩიონ ენერგეტიკის მიმართულების პროფესია, ისწავლონ წარმატებით და მათ კარიერაზე ,,ენერგო-პრო ჯორჯია იზრუნებს.

ამ ფონზე მნიშვნელოვანია, რომ გარდა ახალი კადრებისა, შევინარჩუნოთ არსებული კადრები, რომელთა კვალიფიკაციის ამაღლებაზე ბევრს მუშაობს თავად კომპანიაც.

- ,,ენერგო-პრო ჯორჯია“ როგორ არის ჩართული ამ პროცესში?

- აქტიურად ვთანამშრომლობთ კოლეჯ ,,ბლექსისთან’’. დიდი მადლობა მათ, რადგან როგორც კი მოქალაქეთა რეგისტრაცია დაიწყო დასაქმების სააგენტომ, გვაცნობეს. ჩვენი მხრიდან განხორციელდა თანამშრომელთა დროული რეგისტრაცია.

რა თქმა უნდა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ელექტრიკოსები, რომლებსაც ჯერ არ მიუღიათ სახლმწიფოსგან სერთიფიკატი, არაპროფესიონალები არიან. მათ პროფესიულ განათლებაზე ,,ენერგო-პრო ჯორჯია“ ზრუნავს და საკმაოდ წარმატებითაც, თუმცა, სახელმწიფოს მხრიდან აღიარება, კიდევ უფრო დააჩქარებს მათ წარმატებას და წინსვლას პროფესიაში.

- მხოლოდ ,, ბლექსის’’ აქვს უფლება აღიარების პროცესში მონაწილეობის?

- კოლეჯი ,,ბლექსი“ ერთ-ერთია მათ შორის, ვისაც მიენიჭა არაფორმალური განათლების აღიარების უფლება და ერთადერთი სადაც აღიარება მაძიებლისთვის ფასიანი არ არის. პროცესს აფინანსებს აჭარის დასაქმების სააგენტო.


- სხვა რეგიონებში და ქალაქებში რა ხდება ამ კუთხით?

- ვიმედოვნებთ, რომ სხვა რეგიონებშიც პროფესიული სასწავლებლებისთვის პრიორიტეტული იქნება ეს პროექტი და კომპანია რა თქმა უნდა ჩაერთვება. ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ პროფესიულ სასწავლებლებთან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები