მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მესტიაში, ლაღამის უბნის რეაბილიტაციისთვის 35.6 მლნ ლარის ტენდერი გამოცხადდა

6335dce32e14e
ნინო ტაბატაძე
01.10.22 15:55
886
მესტიაში, ლაღამის უბნის რეაბილიტაციისთვის კონტრაქტორის შერჩევას მუნიციპალური განვითარების ფონდი კიდევ ერთხელ შეეცდება.

ფონდმა 35.6 მლნ ლარის ღირებულების ტენდერი უკვე გამოაცხადა, გამარჯვებულმა მესტიაში ისტორიული უბანში შენობა - ნაგებობები, მაჩუბები და სვანური კოშკები უნდა აღადგინოს.

ლაღამის უბნის რებილიტიცია აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის 47 თვეა განსაზღვრული.

პროექტი ჯერ კიდევ 2021 წელს უნდა დაწყებულიყო, თუმცა გასული წლის ნოემბერში გამოცხადებული ტენდერი არ შედგა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 33.5 მილიონი ლარი იყო. ტენდერში მხოლოდ ერთი კომპანია მონაწილეობდა- „ინ-სი“, რომელმაც ფონდს სამუშაოების 55.4 მილიონად შესრულება შესთავაზა. უარის მიზეზი, ტენდერის რამდენიმე მოთხოვნის შეუსრულებლობასთან ერთად, სწორედ შეთავაზების მაღალი ფასი გახდა.

ლაღამი მესტიის ერთ-ერთი უძველესი უბანია, რომელიც ცნობილია  მაცხოვრის ფერიცვალების ეკლესიით. აქვე მდებარეობს ცნობილი ქართველი მთამსვლელის, მიხეილ ხერგიანის სახლ-მუზეუმი.