მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„მეტავერსი სრული უაზრობაა“ - PlayStation-ის გამომგონებელი

61e972410343e
თათია კაკიაშვილი
20.01.22 19:03
2273
„მეტავერსი სრული უაზრობაა“, - ამის შესახებ PlayStation-ის გამომგონებელმა კენ კუტარაგიმ განაცხადა. ინფორმაციას „ბიზნეს ინსაიდერი“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, გამომგონებელს მიაჩნია, რომ სულ მალე საზოგადოება მეტავერსის უმნიშვნელობაში თავად დარწმუნდება.

„რეალურ სამყაროში ყოფნა ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ მეტავერსი არის ვირტუალურ სამყაროში კვაზი რეალობის შექმნა და მე მასში აზრს ვერ ვხედავ; ნუთუ ნამდვილად გირჩევნიათ, თქვენი რეალური მეს ნაცვლად, უცნაური ავატარი საუბრობდეს და მოქმედებდეს?!“ - განაცხადა კენ კუტარაგიმ.

შეგახსენებთ, რომ მეტავერსი არის ტერმინი სამეცნიერო ფანტასტიკიდან, რომელიც გულისხმობს ინტერნეტის მომავალ ვერსიას, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება ისეთი იმერსიული ტექნოლოგიებით, როგორიცაა VR და AR. მეტავერსის ინიციატორი კომპანია Meta, იგივე ყოფილი Facebook-ია, რომელმაც იმერსიული ტექნოლოგია დანერგა.

ამასთან, Microsoft-ში, Sony-ს ვიდეოთამაშების კონკურენტმა და Xbox-ის მწარმოებელმა, ამ კვირაში განაცხადეს, რომ კომპანია მეტავერსიული პლატფორმების შექმნაზე კონცენტრირებას მოახდენს.