08.მაისი .2021 10:00

მეტი შესაძლებლობა სტუდენტებს - “ევროკრედიტსა” და „ევროპის უნივერსიტეტს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა

მეტი შესაძლებლობა სტუდენტებს - “ევროკრედიტსა” და „ევროპის უნივერსიტეტს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა
views 589
უკან

მისო “ევროკრედიტსა“ და “ევროპის უნივერსიტეტს” შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც სტუდენტებისთვის სწავლის და პრაქტიკული ცოდნის მიღების კუთხით მეტი შესაძლებლობების გაჩენას ისახავს მიზნად.

მემორანდუმს ხელი “ევროპის უნივერსიტეტის” რექტორმა ნინო ტალიაშვილმა და „ევროკრედიტის“ აღმასრულებელმა დირექტორმა მიხეილ ნონიკაშვილმა მოაწერეს.

პარტნიორობის ფარგლებში „ევროკრედიტის“ თანამშრომლები, მათი კომპეტენციის შესაბამისად, საგანმანათლებლო პროგრამების შედგენის კონსულტირების ნაწილში ჩაერთვებიან. ასევე, სტუდენტებისთვის დამატებითი ლექციები, სემინარები, ტრენინგები და პროფესიული დისკუსიები, შესაბამისი დარგის სპეციალისტების მონაწილეობით ჩატარდება. სტუდენტები სტაჟირებას მისო ევროკრედიტში გაივლიან და საუკეთესო ახალგაზრდებს კომპანიაში დასაქმების შესაძლებლობა მიეცემათ.



„კერძო საფინანსო ორგანიზაციებსა და უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობა საკმაოდ მიღებული პრაქტიკაა მთელს მსოფლიოში. ამ ტიპის ცოდნის და გამოცდილების ორმხრივი გაცვლა ყოველთვის აჩენს ახალ შესაძლებლობებს. „ევროკრედიტის“ გუნდის ხედვაა, რომ წავშალოთ ყველა ბარიერი, რომელიც რაიმე ფორმით ხელს უშლის კეთილსინდისიერი მიზნების განხორციელებას და ვფიქრობ, ეს მემორანდუმიც ზუსტად ამ საქმეს ემსახურება. ჩვენ, „ევროპის უნივერსიტეტის“ სტუდენტებს ვაძლევთ შესაძლებლობას, საკუთარი თვალით ნახონ როგორ მუშაობს უნივერსიტეტში მიღებული თეორიული ცოდნა პრაქტიკაში და არა მხოლოდ დამკვირვებლები იყვნენ ამ პროცესში, არამედ თავად გახდნენ ამ საქმიანობის მონაწილე. მეორე მხრივ „ევროკრედიტისთვის“ ეს არის ტალანტებში განხორციელებული ინვესტიცია, რომელიც არა მხოლოდ ჩვენ, არამედ მთლიან ბიზნეს სექტორს და ეკონომიკას წაადგება ახლო მომავალში“, - აცხადებს ევროკრედიტის აღმასრულებელი დირექტორი მიხეილ ნონიკაშვილი.

როგორც „ევროპის უნივერსიტეტის“ რექტორი ნინო ტალიაშვილი ამბობს: „სტუდენტები ყოველთვის მაღალი ინტერესით გამოირჩევიან, როდესაც საქმე ეხება ძლიერ ორგანიზაციებში პრაქტიკული საქმიანობის განხორციელებას და წარმატებული პროფესიონალებისგან პირადი გამოცდილების გაზიარებას. ამ სახის ურთიერთთანამშრომლობა სტუდენტების პროფესიული კავშირების გაფართოებას უწყობს ხელს და მათ სამომავლოდ, კარიერის დაგეგმვაში ეხმარება“.

„ევროპის უნივერსიტეტისა“ და „ევროკრედიტის“ თანამშრომლობა სტუდენტებს ხარისხიან, თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისი პრაქტიკული განათლების მიღების უფრო მეტ შესაძლებლობას აძლევს.
(R)

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა